საბერძნეთში დააკავეს 43 წლის ქართველი, რომელმაც ცნობილ ბიზნესმენს სეიფიდან 300 000 ევროს ღირებულების ფული და ძვირფასეულობა მოპარა

საბერძნეთში, კოლონაკში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავცელებს.

ბერძნული მედიის ცნობით, სამართლადამცველებმა ქართველი კაცი 2022 წლის მარტში მომხდარი ქურდობის გამო დააკავეს. 43 წლის საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის ოჯახი ქურდა. სეიფიდან წაიღო 300 000 ევროს ღირებულების ფული და ძვირფასეულობა.

სტატიის თანახმად, საქმეზე მომუშავე პოლიციელების ჯგუფმა დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ქმედებიდან რამდენიმე დღეში მან დატოვა საბერძნეთი და წავიდა საქართველოში, ხოლო საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემდეგ დადგინდა, რომ მან შეიცვალა ვინაობა.

როგორც ბერძნული მედია წერს, ამ თვის დასაწყისში ის დაბრუნდა საბერძნეთში, ახალი პირადობის მონაცემებით. პოლიციის სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც მას ეძებდა, 2023 წლის 16 მარტს  დილის საათებში, ათენის ცენტრში დააფიქსირა. რის შემდეგაც ის დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული წარსულშიც იხდიდა სასჯელს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ვეძებთ ჩვენ ძმა და მეგობარს გოჩა ებრალიძეს, რომელიც 13-ში გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა" - ლანჩხუთში ახალგაზრდას ეძებენ 

🔵პოლონეთში დააკავეს საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელიც ქურდობის 6 საქმეშია ეჭვმიტანილი   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1685994920

საქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...

საქართველო

1685955897

ემიგრაცია

"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....  ბავშვობიდან რუსეთში ,...

იტალია

1685740275

სპორტი

6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...

Ჭიდაობა

1685733473

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...

nakrebi

1685732784

სპორტი

ისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...

tenisi