საბერძნეთში, იტალიურ საკრუიზო გემზე ხანძარი გაჩნდა - დაკარგულია 10 მოქალაქე, 2 კი ამ დრომდე გემზე იმყოფება

საბერძნეთში, კუნძულ კერკირასთან, დღეს დილით, იტალიურ საკრუიზო გემზე "Euroferry Olympia"-ზე, რომელშიც 290 ადამიანი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია 278 პირი. გემზე დარჩენილია 2 მოქალაქე.
წინასწარი მონაცემებით, ბორტზე ცეცხლი გემბანიდან გაჩნდა რა დროსაც ის იონიის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულ კერკირასთან ახლოს იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია გემი იგუმენიცა (საბერძნეთი) - ბრინდისი (იტალია) მარშრუტით გადაადგილდებოდა.
ცეცხლის გაჩენის შედეგად, კაპიტანმა დაუყოვნებლივ მოითხოვა ევაკუაცია, რის შედეგადაც მგზავრების დასახმარებლად ოპერაციაში ჩაერთო სანაპირო დაცვა და საპატრულო კატარღები.
როგორც ცნობილია, დაკარგულად ითვლება 10 მგზავრი, ხოლო გემზე დარჩენილია კიდევ 2 ადამიანი, რომელთაგან ერთი ბულგარეთის, მეორე კი თურქეთის მოქალაქეა. ისინი გემის ავტოფარეხში ცეცხლის ალყაში არიან მოქცეულები. საზღვაო სამაშველო სამსახურები აგრძელებენ მუშაობას მათ დასახსნელად.
ევაკუირებული მგზავრებიდან მსუბუქად დაშავებულია 3 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე საინტერესოა
🔵ცვლილებები ათენის მეტროს სამუშაო გრაფიკში
🔵 ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი საბერძნეთში - რომელ საქონელზე გაიზარდა ფასები
1741085614
საზოგადოებაგენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს
უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...
1741085599
ახალი ამბები„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე
„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...
1741083933
სპორტიდუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...
1741082834
ახალი ამბებიირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...
1741081497
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...