11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. მცირე პრობლემებიც მოსალოდნელია, რომლებიც სწრაფად უნდა მოაგვაროთ. ეს განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო საქმეებს ეხება. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მომავალი კვირის ბიუჯეტი დაგეგმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენას კბილი დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს ერიდოთ.
კურო
მიზნის მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება გეგმების განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. საქმის დასაწყისი ადვილი იქნება, მაგრამ ნუ მოდუნდებით - მალე სირთულეებიც გაჩნდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ - მიეცით საშუალება, რომ საკუთარი განცდები გაგიზიარონ.
ტყუპები
თქვენმა იმპულსურმა ქცევამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობა და დაპირისპირება გამოიწვიოს. მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, საკუთარ გეგმაზე უარი არ უნდა თქვათ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს დაუმტკიცოთ, რომ კონკურენტების დამარცხება შეგიძლიათ.
კირჩხიბი
სხვების რჩევებს არ ითვალისწინებთ და ჯიუტად ცდილობთ საკუთარი გაიტანოთ. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მოგებიანიც იყოს. შესაძლოა, სახლში ან სამსახურში ცვლილების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, მოსალოდნელი შედეგები გაითვალისწინეთ. მზად იყავით, რომ შეხვდებით ადამიანს წარსულიდან და ნოსტალგიურ განწყობაზე დადგებით.
ლომი
დილიდან პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ და გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან სასურველი სტუმარი იქნებით, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ფრთხილად იყავით - კოლეგამ, რომელსაც თქვენი შურს, შეიძლება მახე დაგიგოთ. გირჩევთ, აურზაურს ცოტა ხნით გაერიდოთ. იპოვეთ წყნარი ადგილი - ამჯერად განმარტოება ყველაზე მეტად გჭირდებათ.
ქალწული
ამბიციურობა დაგეხმარებათ, რომ სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ. თავის დაცვას ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებთ და სხვების აზრს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამას შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. გახსოვდეთ, რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის და არც ყველა შეთავაზებაა მოგებიანი – სანამ წინადადებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით და რისკები შეაფასეთ.
სასწორი
როგორც ყოველთვის, მეგობრული და კომუნიკაბელური ხართ, რასაც გარშემო ყველა აღნიშნავს. მეგობრები გენდობიან და თქვენს რჩევებს ითვალისწინებენ. თუ საკუთარი პრობლემების შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბობთ და უარყოფითი ემოციებისგან დაიცლებით, თანაც შეიძლება, ბევრი საინტერესო რჩევა მოისმინოთ.
მორიელი
სხვების ინტერესებს არ ითვალისწინებთ, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, განსაკუთრებით სამსახურში. თუ კოლეგებთან ურთიერთობას არ აღადგენთ, შესაძლოა, მალე სრულიად მარტო დარჩეთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამუშაოსთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რათა მათი მანიპულაციების მსხვერპლად არ იქცეთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/11-oktombris-astrologiuri-prognozi-4434
1730985305
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7328 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1730981437
საზოგადოებაკომპანია Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია
ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარ...
1730981327
სოციალური მედიაქეთევან ხატიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ქეთი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ერთად ვარჯიშობენ. გარდა ა...
1730981136
მსოფლიოროგორ აღნიშნა ციხეში დაბადების დღე Puff Daddy-მა - გავრცელდა მენიუს ფოტო
ცნობილმა რეპერმა Puff Daddy-მ 55 წლის იუბილე ციხეში აღნიშნა. მუსიკოსი და ყველაზე დიდი წვეულებების ავტორი, საკუთარ დაბადების დღეს ბრუკლინის იზოლატორში შეხვდა, ასევე უცხოურ მედიაში გავრცელდა ფოტო, თუ რო...
1730977746
სოციალური მედია„მიყვარხარ“ – როგორ გამოიყურებოდნენ მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე ბავშვობაში
ლეგენდარული ფეხბურთელის, რეზი არველაძის ცოლი, დიზაინერი თეონა თავართქილაძე სოციალურ ქსელში საკულტო სილამაზის მქონე მოდელ მაკა ასათიანთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს. „მიყვარხარ“, – წერ...