19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

 ვერძი

ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ - ეს მათთან კავშირს გააძლიერებს. შესაძლებლობა გექნებათ მოაგვაროთ ძველი დავა, რომელმაც დიდი ხანია, მოსვენება დაგიკარგათ. ამ დღეს გარშემო მყოფების მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამოვლენა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ნუ მოდუნდებით - შესაძლოა, სამსახურში საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწიოთ.

კურო

სამსახურში უფროსი თავისი კრიტიკული შენიშვნებით გაღიზიანებთ. შეიძლება ხვდებით კიდეც, რომ ეს პიროვნული დაპირისპირებაა, რადგან იცის, რომ მასზე ძლიერი ხართ და შეიძლება ოდესმე ჩაანაცვლოთ. კამათი და დაპირისპირება გამოსავალი არ არის. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, დარჩეთ და მოითმინოთ თუ სხვა სამსახური მოძებნოთ. საახალწლოდ არ გაგიტაცოთ ფულის ხარჯვამ და ეცადეთ, მეტი მომჭირნეობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

შესაძლოა, პირად და პროფესიულ ცხოვრებაში დაბრკოლებებს შეეჯახოთ. ეს დღე შესაფერისია ხელოვნებასთან დაკავშირებული იდეების განხორციელებისთვის. გამორიცხული არ არის, ისეთმა რამემ გაგიტაცოთ, რისი არსებობის შესახებ არც კი იცოდით. თუ რაიმე საქმე წამოიწყეთ, ეცადეთ, დროულად დაასრულოთ და თაროზე არ შემოდოთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უსიამოვნებების მთელი წყება აიცილოთ.

კირჩხიბი

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ხშირად საკუთარ თავს ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებთ და იმაზე მეტს მუშაობთ, ვიდრე გევალებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამან, დამატებითი შემოსავლის გარდა, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგიტანოთ.

ლომი

შესაძლოა, მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება და თქვენი წარსულიდან მოდის. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ და საკუთარ თავს ფიქრის დრო მიეცით. ამ დღეს ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ სიტუაციას მალე მოაგვარებთ. იაქტიურეთ, რომ სასურველს უფრო სწრაფად მიაღწიოთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში ბედნიერი ხართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატებული ურთიერთობისთვის მხოლოდ მიღება საკმარისი არაა და უნდა გასცეთ კიდეც. მშვიდად იმოქმედეთ და ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. მიზნის მიღწევაში საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, თუმცა თავადაც შეგიძლიათ კოლეგებს საჭირო რჩევებით და მხარდაჭერით დაეხმაროთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/19-dekembris-astrologiuri-prognozi-4560

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1734760568

მსოფლიო

გერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...

საახალწლო ბაზრობაზე

1734725129

ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1734720482

ჰოროსკოპი

„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...

ეზოტერიკოსი

1734719150

საზოგადოება

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1734716701

სოციალური მედია

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...

ნანუკა გოგიჩაიშვილი