22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა

მთვარის მე-18 დღე 21.12-ის 10:19 სთ.დან 22.12-ის 20:11 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისები: სასწორის 25-ე და მორიელის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო: სარკე, ყინული, მაიმუნი.
მოქმედება: განწმენდა.
სახელწოდება: სარკე, ყინული, ყინული.
პასიური დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ მდაბიო ინსტინქტებს, მიეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის.

მისტიკური ზეგავლენა: მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან.

ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით ილუზიებზე და მდაბიო ინსტინქტებზე. მე-18 დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენგანი იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი ჴ მრუდეს, მეორენი ჴ სწორს და სუფთას, მესამეთ ჴ თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახვებს, თუ რა დავამუშავეთ ჩვენ.

უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი. კარგია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდებულია შიმშილობა. ამ დღეს ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი.

სოციალური ზეგავლენა: საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის.

სამედიცინო თვალსაზრისით: ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი მოხდება, ე. ი.ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები.

რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები (მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა).

საჭიროა ნაკლები ძილი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები: დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში. მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ. ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ არც მტყუანს და არც მართალს.

მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების ამოცანაა ჴ მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი. მკურნალები.

ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული ბავშვი შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით.

მედიტაცია: თეატრი.

მთვარე იმყოფება  ,,ლომის''  ზოდიაქოში  22.12-ის 1:53 სთ.დან  24.12 ის 12:24 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ  სასწორის და  ტყუპების ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თხის რქის და თევზების ნიშნებს. ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია. გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს. კრიტიკულია ეს პერიოდი  მორიელის და კუროს ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 19 დეკემბერს პლანეტა ვენერას რეტროგრადულ მოძრაობაზე გადასვლის რთული ზემოქმედება გაგრძელდება უახლოეს 4-5 დგეს. ნეგატიურად იმოქმედებს, როგორც ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, ასევე, ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე.
სიმძიმეს უმატებს  24 დეკემბერთან ახლოს სატურნის და ურანის კრიტიკული ვიბრაცია, კვადრატურა, რაც 2021 წლის თებერვლიდან ამ წელში მესამედ და ბოლოჯერ მსოფლიო კრიზისს დააფიქსირებს.  ერთ ტვეში მისი ნეგატიური მოქმედება შესუსტდება. 
კონკრეტულად 22 დეკემბერი რთული დღე იქნება. კრიტიკულია 21 საათის შემდგომი საღამოს საათები.

ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი

წყარო: astrokonsultant

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740673725

სპორტი

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

 თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...

ალექსანდრა კუვაევა

1740672732

საქართველო

EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ბოლო განა...

EBRD

1740672000

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრა ბოლო მომენტში გააუქმა, მაგრამ მაკრონი ჩაერია და გადააფიქრებინა - ფრანგული მედია

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურდა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში გაეუქმებინა, მაგრამ პარიზის ჩარევის შემდეგ გადაიფიქრა. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ფრანგულ დიპლომატიურ...

ტრამპი ზელენსკი

1740670685

ახალი ამბები

გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი გაიგზავნა

გურიის რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრის ხელ...

გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი გაიგზავნა

1740668118

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ყველა მომსახურება, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ უზრუნველყოფილია

„ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ, უზრუნველყოფილია“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადა...

პოლიტიკოსი