6-12 იანვარი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
6 იანვარი
ეს ცოდნის მიღების დღეა. ყურადღებით დააკვირდით იმ ინფორმაციას, რომელსაც სხვა ადამიანები მოგაწვდიან, პირადი საუბრების დროს გაიგებთ ან თავად გაეცნობით. შესაძლოა, აღნიშნულ დღეს, თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ შეიტყოთ, რაც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ასევე, შესანიშნავი დღეა კომუნიკაციისათვის. თუკი რაიმე საკითხზე ვინმესთან დალაპარაკებას გეგმავთ, მაშინ შეგიძლიათ, სწორედ ამ დღეს დაგეგმოთ და თქვენი აზრები გაუზიაროთ.
7 იანვარი
ბედნიერებისა და სიხარულის დღე, როდესაც პოზიტივით ვივსებით და ცხოვრებით ვტკბებით. შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვისიამოვნოთ მცირე წარმატებებითაც კი, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციით, მიღწევებით, არსებული შედეგებით... ეს დღე დაგვეხმარება, რომ ვიპოვოთ გზა შინაგანი სიმშვიდისა და ნამდვილი ბედნიერებისაკენ.
8 იანვარი
ამ დღეს მნიშვნელოვანია, საქმიან პროექტებსა და მიზნებზე ვკონცენტრირდეთ. ყველაფერი, რაც ადრე დაიწყეთ, შეგიძლიათ, საბოლოოდ, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ. თუმცა, ეს დასასრული ახლის დასაწყისამდე აუცილებლად მიგიყვანთ.
9 იანვარი
დროა, თქვენი შრომის შედეგი დაინახოთ. ეს დღე სიურპრიზებითა და სასიამოვნო პროცესებით გაგახარებთ. კარგ საქმეებს დრო სჭირდება. თუმცა, ახლა დადგა სწორედ ის დრო, როცა თქვენი შრომისმოყვარეობის, მონდომებისა და სიკეთის შედეგს მიიღებთ.
10 იანვარი
ეს დღე ახალი შესაძლებლობებისა და ცვლილებებისათვის იდეალურია. თუკი რაიმეს წამოწყებას გეგმავთ, შესწავლა, გაუმჯობესება გსურთ, სწორედ აღნიშნულ დღეს დაიწყეთ. შედეგი იმაზე სასიამოვნო და წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.
11 იანვარი
აღნიშნულ დღეს შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები და გამოწვევები შეგხვდეთ და პიროვნული სიმტკიცისა და გამძლეობის გამოვლენა დაგჭირდეთ. აქტიური მოქმედების დროა - აუცილებელია, გაბედული ნაბიჯები გადადგათ და აღარ გადადოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც უკვე დიდი ხანია, აჭიანურებთ.
12 იანვარი
პირადი საზღვრების დაცვისა და უსაფრთხოებაზე ზრუნვის დღეა. მნიშვნელოვანია, საკუთარ კეთილდღეობას ყურადღება მიაქციოთ და ფრთხილი გადაწყვეტილებები მიიღოთ. დაუთმეთ დღე დასვენებას, განტვირთვასა და ძალების აღდგენას, რომ მომდევნო კვირა შემართებით დაიწყოთ.
1744809672
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან. საქართველოს პრეზიდენტის ადმი...
1744808948
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7544 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1744807134
ახალი ამბები17 აპრილს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
17 აპრილს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა დაგეგმილი საგზაო ს...
1744806176
მსოფლიოგერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება
ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის...
1744804348
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს...