9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

შესაძლოა ამ დღეს გაიგოთ, რომ თქვენი სამსახური პროფილს ან მიმართულებას იცვლის. სავარაუდოდ, ეს ცვლილება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. ცხოვრებისეული ცვლილებები თქვენგან ახალ და უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს, ამიტომ დროა, ამაზეც იფიქროთ.

კურო

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევის დროს მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ასეთი საუბრები აუცილებელია, მაგრამ უსიამოვნო. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სადავო საკითხების განხილვისას ობიექტურობა გამოიჩინოთ. საბოლოო შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ტყუპები

ამ დღეს სხვების აზრზე ზედმეტად დამოკიდებული ხართ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს გიშლით. თქვენ უკეთ იცით ცხოვრებაში რა გჭირდებათ, ამიტომ ნუღარ უსმენთ სხვებს და ისე იმოქმედეთ, როგორც გსურთ. ყველასთან დაპირისპირებას გამბედაობა სჭირდება, რომელიც არ გაკლიათ. ბოლოს მაინც აღიარებენ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ. ეცადეთ ხმაურიანი ქალაქიდან მოშორებით, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, გზაზე სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გაფრთხილება არა მხოლოდ მძღოლებს, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც ეხებათ. აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა, განსაკუთრებით არტერიული წნევა. მოერიდეთ ალკოჰოლს და ცხიმიან საკვებს. იზრუნეთ მიმდინარე საქმეების დასრულებაზე, ახალი საქმეები შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.

ლომი

წარმატებული, ნათელი ემოციებით სავსე დღეა. შემოქმედ ლომებს პლანეტების მხარდაჭერა ელით. თუ ვინმემ წვეულებაზე ან საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიათ, უარს ნუ ეტყვით - იქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ და შესაძლოა, ისეთი ადამიანიც გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცხოვრებისადმი მიდგომა რადიკალურად შეცვალოთ. ნეგატიურ მოვლენებს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ, მაშინ როცა პოზიტიურ მოვლენებს ვერ ამჩნევთ. ეცადეთ, სიხარული წვრილმანებში ეძებოთ და ნახავთ, როგორ გარდაიქმნება თქვენი ცხოვრება. ცვლილებები ადამიანებთან ურთიერთობაზეც აისახება - იქნება მეტი გაგება და დადებითი ემოციები.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: 

https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/9-ivnisis-astrologiuri-prognozi-4209

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1718696547

ახალი ამბები

კიბერთაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქისა და 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერთაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქისა და...

აა

1718692170

სოციალური მედია

„მე საერთოდ ბუნებით სამშობლოს მოღალატე არ ვარ, მაგრამ რომ მოვიგებთ და თურქების აჭრილი ფანები თუ გადამეყარენ სადმე ახლავე გაფრთხილებთ გადავდივარ იმგენისკენ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

დღეს, 18 მაისს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის...

ჟურნალისტი

1718691199

საზოგადოება

„მოიტყუა, რომ პატიმრის ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეძლო და სანაცვლოდ 2 700 აშშ დოლარი აიღო“ - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ს...

ააა

1718687894

ახალი ამბები

სეტყვა, წვიმა, ქარი და ელჭექი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა...

ამინდი

1718655843

საზოგადოება

ქუჩები, სადაც 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეწყდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 18 ივნისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: დიდუბის რაიონი ქსელში გადართ...

შუქი