9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრლი დროა სახლის დასუფთავებისა და ნივთების მოწესრიგებისთვის. ეცადეთ, სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმნათ, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ამ დღეს ზოგიერთ მათგანს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდება. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომლებსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.
კურო
დიდი ხანია ძველ მეგობრებს არ შეხვედრიხართ და იქნებ ეს შეცდომა გამოასწოროთ, მით უმეტეს, რომ მეგობრებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტე და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.
ტყუპები
ეცადეთ, მთელი დღე სახლის გარეთ გაატაროთ - ჰოროსკოპი ამ დღეს მნიშვნელოვან და სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებათ. დაეხმარეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. თანამშრომლობის შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოს უნარი, რომლითაც ამაყობთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
კირჩხიბი
ეცადეთ, ურთიერთობის დროს გულწრფელი და პირდაპირი იყოთ. მინიშნებებით საუბარი ან სანახევროდ თქმული სიმართლე საჭირო ინფორმაციის მიღებაში ვერ დაგეხმარებათ. ამ დღეს ბევრ ადამიანს შეხვდებით და უამრავ ინფორმაციას მოისმენთ. აქედან ერთ-ერთმა შეიძლება თქვენს მომავალზე გავლენა მოახდინოს.
ლომი
ნუ აჩქარდებით. ამ დღეს საქმე მშვიდად უნდა აკეთოთ, განსაკუთრებით თუ საქმე ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ამ დღეს ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია უთანხმოება. საბოლოოდ, სიყვარული და ნდობა წყენაზე და ეჭვიანობაზე ძლიერი აღმოჩნდება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ერიდეთ მგზავრობას და დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანეთ.
ქალწული
ჰოროსკოპი ამბობს, რომ ამ დღეს უმჯობესია, მთელი დღე სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ. შეეცადეთ არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.
სასწორი
საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ერთმა უწყინარმა შენიშვნამ შეიძლება ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გააფუჭოს. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.
მორიელი
ამ დღეს შეხვდებით ძველ ნაცნობებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. თუ მათ საკუთარი პრობლემების შესახებ უამბობთ, შეიძლება სასარგებლო რჩევა და დახმარება მიიღოთ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
1731429645
საზოგადოებასაქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ვეტერანი მოჭიდავე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კონსტანტინე ღუღუნიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცი...
1731426971
სოციალური მედია„ანდრიას ნათლობა“ – გიორგი ძოწენიძე შვილის ნათლობიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე მამა უკვე მეორედ გახდა – მას და მის მეუღლეს მია მაჩაბელს ბიჭი შეეძინათ. ახალშობილს ანდრია დაარქვეს. წყვილმა შვილი უკვე მონათლა და ახალ კადრებს ნათლობიდან, სოციალურ ქსელ...
1731422516
სპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვილი სანიოლს ახალი კონტრაქტი გაუფორმა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართ...
1731421442
საზოგადოებაპარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს - ცესკოს პასუხი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ცესკოს მიმართავენ, რომ...
1731419150
ახალი ამბებითბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს
თბილისის ცენტრში ორი სტუდენტი გარდაცვლილი ნახეს. ცხედრები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაშია აღმოჩენილი. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდების სამძებრო ოპერაცია პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რ...