რა გელოდება დღეს - 22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ დღეს აუცილებელია აქტივობა შეამციროთ და მუშაობაში მცირე შესვენება აიღოთ. ზედმეტი დატვირთვა და დაღლილობა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. გულწრფელობას უახლოეს მეგობრებთანაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - მალე მისი ასრულების დრო მოვა.

კურო

სტრესული დღეა. მცირე უსიამოვნებები მუშაობაში მუდმივად ხელს გიშლით. გეგმის მიხედვით რომ იმოქმედოთ, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ და ბრაზი ახლობელ ადამიანებზე არ იყაროთ. ეცადეთ, ახალი ცოდნის დაუფლებით პროფესიული დონე გაიუმჯობესოთ - ეს კარიერულ წინსვლასა და ხელფასის ზრდაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ წარმატების შანსი გამოგიჩნდეთ, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ, რათა მტრის მახეში არ გაებათ. მეგობრების რჩევა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის სასარგებლოდ მოაგვაროთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, თქვენი სამუშაო მაგიდა და სამუშაო გრაფიკი მოაწესრიგოთ. ზუსტად შედგენილი სამოქმედო გეგმა თქვენს თავდაჯერებას გაზრდის და მუშაობაში დაგეხმარებათ. სცადეთ მნიშვნელოვანი ამოცანები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, საღამოს კი ძალების აღდგენაზე იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ლომი

ამ დღის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ ყველაფერი თავად აკეთოთ. სხვების დახმარება შეიძლება შეცდომით დასრულდეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ - შეიძლება შემოსავალს გასავალმა გადააჭარბოს.

ქალწული

დღეს დაშვებული შეცდომა დღესვე უნდა გამოასწოროთ. ამ საქმის სამომავლოდ გადადება პრობლემას თოვლის გუნდასავით გაზრდის. ვარსკვლავები გირჩევენ, ფინანსური საკითხების მოგვარებისგან დღეს თავი შეიკავოთ. სხვა ადამიანების მუშაობასა და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

სასწორი

გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ, რომ მოგებიანი შესაძლებლობა არ დაკარგოთ. ნუ გააზვიადებთ საკუთარ პრობლემებს ან შეცდომებს, რათა ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არ აისახოს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ - სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის. ხვალ პრობლემა თავისთავად გამოსწორდება.

მორიელი

შეამცირეთ საქმიანი აქტივობა, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. დაე, ვითარება თავისთავად, დაძაბულობისა და აჩქარების გარეშე განვითარდეს. პრობლემები უფრო სწრაფად მოგვარდება, თუ არასტანდარტულ მიდგომას გამოიყენებთ და ალტერნატიულ გზას იპოვით.

მშვილდოსანი

ამ დღის გეგმა რომ განხორციელდეს, მეტი მონდომება უნდა გამოიჩინოთ. რთულ სიტუაციაში რჩევისა და დახმარებისთვის საყვარელ ადამიანებს უნდა მიმართოთ და აუცილებლად დაგეხმარებიან. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება.

თხის რქა

პიროვნული მოქნილობა და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური ვითარება დაზავებით დაასრულოთ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს ის საქმე უნდა აკეთოთ, რომელსაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავთ. წვრილმანებზე ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გადაიტანეთ. ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარებისთვის კოლეგებს ან ახლობლებს მიმართოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს ნეგატიურად განწყობილ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც ხასიათს გაგიფუჭებთ, ამიტომ უმჯობესია კონტაქტები შეზღუდოთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები ან მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადეთ და დღეს დაისვენეთ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722008200

ჰოროსკოპი

„ავიღებთ ფურცელს, რომელსაც თავზე დავაწერთ სამ რვიანს და ვწერთ რვა ნებისმიერ სურვილს“ - როგორი აგვისტო გველოდება?რჩევები ანზორ ოდიშარიასგან

ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, „აგვისტო წელს ძალიან უცნაური და საინტერესო თვე აღმოჩნდა...

 ანზორ ოდიშარია

1722006834

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გაა...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი

1722005988

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახე...

კობახიძე

1722001880

ჰოროსკოპი

გაიგეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება საზაფხულო რომანები?

„იქნება სტიქიები მსოფლიოს გარშემო, ეს მოაქვს ნეპტუნს, ამიტომ თუ აპირებთ ზღვაზე წასვლას იყავით ფრთხილად. დაისვენეთ, ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს უაზროდ, ნუ შეიძენთ ზედმეტ ნივთებს, რადგან თავიდან ავირიდოთ ზედ...

ააა

1721999623

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო.  გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი