ოზურგეთელი ვობლერისტის იტალიური კავშირები და ანკესზე წამოგებული ბიზნესი

იტალია, ქვეყანა რომელიც სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ფაქტობრივად ზღვით არის გარშემორტყმული.

ბუნებრივია, რომ ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, ზღასთან და თევზჭერასთანც ასოცირდება. თუმცა არანაკლებ საინტერესო ამბავია, რა კავშირი აქვს ქართველ ბიჭს იტალიურ თევზჭერასთან.

Exclusivetv.ge-ს მკითველს ქართველი “WOBBLER“ (ვობლერისტი) უნდა გავაცნო, რომელიც ოზურგეთის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და რომელმაც იტალიასთან საქმიანი “ძაფები“ ანკესით გააბა.

სანამ თხრობის ძირითად ნაწილზე გადავიდოდე, მანამ ორიოდ სიტყვით “ვობლერის“ მნიშვნელობას განგიმარტავთ, რომელიც ნოდარის აღმოჩენამდე, ჩემთვისაც სრულიად უცხო ტერმინი გახლდათ.

მაშ ასე, ვობლერი – “ვობლერი” (wobbler) – ხისგან დამზადებული სატყუარა სპინინგით თევზაობისთვის. როგორც წესი “ვობლერი” თავისი ფორმით იმიტირებს თევზს ან მწერს, მისი შეფერილობა არის როგორც რეალისტური ასევე არარეალისტურიც.

“თევზაობა“ ოზურგეთიდან იტალიაში: მე ვარ ნოდარ ქილიფთარი, 31 წლის. ვცხოვრობ ოზურგეთში. ბათუმის ქუჩაზე. პროფესიით მხატვარი. ამჟამად უმუშევარი.

WOBBLER_ეს არის ხელოვნური სათევზაო სპორტული სატყუარა სპინინგით თევზაობისთვის, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცნობილი და პოპულარულია. შესაბამისად მიმდევრებიც ბევრი ყავს და ასე ვთქვათ (ფანებიც რა თქმა უნდა).

ძალიან მიყვარს თევზაობა. ბავშობიდან, 8 წლის ასაკიდან ვთევზაობ. შემდეგ სპინინგით დავინტერესდი. სპინინგი გაცილებით აზარტული და მიმზიდველია, ვიდრე ჩვეულებრივი თევზაობა. მასალები youtubi _დან მოვიძიე ,თუ როგორ მზადდება ვობლერი ხელით. ხელთნაკეთი ვობლერები უფრო მყარი, გამძლე და მუშაა, ვიდრე ქარხნული. შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი მოდელები და საკუთარი ბრენდი შემექმნა. 1 წელი ვმუშაობდი მოდელების შექმნაზე. დავდიოდი, ვთევზაობდი, ვიღებდი შედეგებს, ვაკვირდებოდი და ბოლოს სახელიც დავირქვი NODSTREAM – . თავდაპირველად ქართულ ბაზარზე ვმუშაობდი. იყო მოთხოვნა, 1_ცალი 20_30 ლარამდე ღირს. ირჩევდნენ მოდელებს, რიცხავდნენ ანგარიშზე, ვიწყებდი მზადებას და ფოსტით ვაგზავნიდი. 1 წელი ასე ვმუშაობდი. შემდეგ ხალხმაც აიტაცა, მოიმატა მოთხოვნამ და მეც ხარისხიანი მასლები შევიძინე ფინეთიდან, პეტერბურგიდან და ამერიკიდან. დღითიდღე ვხვეწავდი და რა თქმა უნდა მოთხოვნამაც იმატა.

ახლა კი უკვე საზღვარგარეთაც მიცნობენ. იტალია, საბერძნეთი, ირლანდია, კანადა ბელარუსია, მინსკი და ა.შ. შეკვეთა ხდება ონლაინ. არჩევენ მოდელებს ფერებს და სულ ვციდლობ დამკვეთის სურვილი მაქსიმალურად დავაკმაყოფილო.

იტალიელ ხალხს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე გარკვეული შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ზოგადად უცხოელები ძალიან განსხვავდება ქართველებისგან, იმით რომ ხელით ნამუშევრებს ძალიან აფასებენ, რაც აქ არ ხდება. ძირითადათ იტალია მიკვეთავს ირლანდია და საბერძნეთი. მაგრამ იტალიიდან უფრო მაქვს შეკვეთები 10_დან 6_7 იტალიაა.

პროფესიით მხატვარი ვარ, ძალიან დამეხმარა ამ საქმეშიც. ვმუშაობ ასევე ხეზე, ნატურში ხელით კვეთა. ასევე ვწერ ლექსებს, სიმღერებს ვუკრავ გიტარას, ესეც იუთუბით ვისწავლე.

სამომავლოდ ვაპირებ უფრო მეტად გავფართოვდე და გავზარდო ჩემი პატარა ბიზნესი.

ჟურნალისტი: ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715113429

ჰოროსკოპი

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს გარემოებები ისე სწრაფად იცვლება, რომ მოულოდნელ პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისთვის უნდა მოემზადო...

ააა

1715111015

საზოგადოება

„პრეტენზია არ გიჩნდებათ, სხვა ყველგან თუ შეიძლება უცხო გავლენების კონტროლი, საქართველოში რატომ გაპროტესტებინებენ?“ - ზურაბ ქადაგიძე

„ჩაგძახეს, მიგითითეს, დაგქოქეს და „მიგაქსიეს” სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ კი უაპელაციოდ მზად ხართ, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაშალოთ?", - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალ...

ანალიტიკოსი

1715105826

ახალი ამბები

„გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ - „იმედის“ განცხადება

„სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება“, -  აღნიშნული განცხადება „იმედმა“ გ...

იმედი - ტელეკომპანია

1715104214

საზოგადოება

უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყანაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. არსებული ცნობით, დაღუპული არიან ერთ-ერთი ქვედანაყოფის, „შავი არწივის“ წევრები, რომ...

ქართველი ჯარისკაცი

1715101830

ახალი ამბები

ლელა კილაძე მეხუთე შვილის დედა გახდება

გიგი უგულავას და გუკა რჩეულიშვილის ყოფილი ცოლი ლელა კილაძე მეხუთე შვილზეა ორსულად. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოში ლელას მუცელი საგრძნობლად ემჩნევა.  ბოლო ცნობებით, ლელა კილაძე მუსიკოს გი...

ლელა კილაძე