„ქვეყნის ცივილიზებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დაემორჩილონ კანონს მაშინაც, როცა ეს მათ ინტერესს ეწინააღმდეგება“ - რამაზ საყვარელიძე (ინტერვიუ)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რაც უფრო ახლოვდება, პოლიტიკური დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ ვხედავთ,  პოლიტიკური ნიშნით გაერთიანებულ და ამავე დროს დანაწევრებულ საზოგადოებას,  რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი  და  სურვილი აერთიანებს, მაგრამ ქვეყნის პერსპექტივას სხვადასხვაგვარად აფასებს.

რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობთ, კვლავ პოლიტიზებულ გარემოში მოუწევს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება? რა გავლენას მოახდენს ეს მეორე ტურის შედეგებზე?

- არჩევნები პოლიტიკური მოვლენაა, ხელისუფლებაში მოსვლაზე დიდი მიზანი პოლიტიკაში არ არსებობს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ არჩევნები პოლიტიზებულ გარემოში მიმდინარე პროცესია. ისიც ბუნებრივია, რომ პოლიტიკური კონტექსტი გავლენას მოახდენს მეორე ტურის შედეგებზე. როგორც წესი, მეორე ტურში ადამიანები უფრო გამოკვეთავენ საკუთარ პოზიციას და ნეიტრალურების რიცხვი შემცირდება.

- საზოგადოება, ძირითადად, ორ ნაწილად არის გაყოფილი და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგი უმცირესობაში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილის პროტესტს გამოიწვევს, რას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდეგ?

- ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი ადამიანების ნაწილს ტოვებს უკმაყოფილოს. ქვეყნის ცივილიზებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დაემორჩილონ კანონს მაშინაც, როცა ეს მათ ინტერესს ეწინააღმდეგება. არჩევნების შედეგების გაპროტესტებასაც აქვს კანონიერი ფორმები. თუ გაპროტესტების კანონიერმა ფორმებმა არ მოუტანა შედეგი უმცირესობას, დასავლური სტანდარტით უმცირესობა ამას უნდა დამორჩილდეს. თუ უმცირესობა არ დაემორჩილება შედეგს, მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება იქნება კანონიერი. თუ ძალამ კანონიერება ვერ აღადგინა, ქვეყანაში იქნება ქაოსი, რითაც ისარგებლებენ ის პოლიტიკური სუბიექტები (ქართული პარტია, სხვა ქვეყანა), რომელთაც კანონით არ ეკუთვნით გავლენის მოპოვება საქართველოზე.

- რამდენად და როგორ აისახება არჩევნების შედეგები საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე?

- თუ არჩევნები ჩატარდა დასავლური სტანდარტით, დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, გაიზრდება ინვესტიციების რიცხვი და ზომა. თუ მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდება კანონს და ქვეყანას წაიყვანს ქაოსისკენ, ეს დაამუხრუჭებს დასავლეთთან ურთიერთობას, რაც შედის რუსეთის ინტერესებში.

ესაუბრა ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715178606

ახალი ამბები

ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში პოლიცია შეკრება-მანიფესტის დროს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს იყენებს

შსს-ს ვიდეოკადრების კოლაჟს ავრცელებს, სადაც ასახულია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე, აშშ-ში პოლიციის მიერ ხდე...

მსოფლიომსოფლიო

1715175571

ახალი ამბები

ნუცა ბუზალაძე შესაძლოა „ბროდვეის“ სცენაზე ვიხილოთ – მომღერალმა კასტინგის პირველი ტური წარმატებით გადალახა

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქართული შოუბიზნესის გამორჩეული სახეა, იგი ხალხმა კონკურსის „ახალი ტალღა 2014“ გამარჯვებულის ტიტულით გაიცნო და მას შემდეგ მისი წარმატება გრძელდება.  2024 წლის ევროვიზიის სიმღერი...

ნუცა ბუზალაძე

1715174670

სოციალური მედია

დათო ოქიტაშვილი დევიდ გარეტთან შეხვედრის დეტალებზე წერს - „დიდი სიყვარული და მოკითხვა გადმოგცათ ქართველ ხალხს“

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან და პოპულარულ ახალგაზრდა მევიოლინე დევიდ გარეტთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ის საქართველ...

დათო ოქიტაშვილი

1715174474

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ააა

1715171477

ახალი ამბები

ლადო აფხაზავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელ...

საზოგადოება