სიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს - ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს.
ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს და მედიას, არ გაავრცელონ ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად:
„დღეს დილიდან საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომის ჩატარებას ცესკოს შენობის გარეთ, ქალაქგარეთ გეგმავს. მათივე ინფორმაციით აღნიშნულ სხდომაზე იგეგმება 26 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება. საარჩევნო ადმინისტრაცია უარყოფს ამ დეზინფორმაციას და განმარტავს, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს. ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებს კანონით დადგენილ ვადებში, ცესკოში გამართულ სხდომაზე.მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და მედიას, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...