„არ გაატაროთ ეს სტატუსი გთხოვთ! იტალიელი დამსაქმებელი, ინფიცირებულ ქართველ ემიგრანტს ქუჩაში აგდებდა!“ - ფიქრია კუჭუხიძე

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფ“-ის (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე, პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„არ გაატაროთ ეს სტატუსი გთხოვთ! ახალჩამოსული ქალბატონების საყურადღებოდ! როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე რჩებით არალეგალები, იტალიაში შეგიძლიათ მიხვიდეთ „აზლში“ და მოითხოვოთ STP (ჯანმრთელობის დაზღვევის დროებითი ბარათი)! ავიყვანოთ პირადი ექიმი და მოგვენიჭება დროებითი კოდი! ამავდროულად გაქვთ საშუალება მოითხოვოთ პერმესო - „აზილო პოლიტიკო“ მოტივით per casi speciali ანუ ძველი ჰუმანიტარული და იყოთ დაცულები ამ ქვეყანაში, გაძევებისაგან, დამსაქმებლის მხრიდან არ შეგექმნებათ პრობლემა, ამ დროს ის უკვე ვალდებულია დაგიდოთ სამუშაო კონტრაქტი და როდესაც ქვეყანაში პანდემიის ძლიერი ტალღაა და დავირუსების მაღალი რისკი. არ შეგექმნებათ ასეთი დიდი პრობლემები რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით.

არსებობს ამისთვის გზამკვლევი, საემიგრაციო პატრონატოები, მოდით, მიდით და დაკვალიანდით.....რადგან მარტო დღეს ერთი ადამიანის პრობლემის მოგვარებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. სრული ქაოსია, არ გვიღებს „აზლი“, არ აინტერესებთ, ხმა რომ ამოვიღო და მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურას, უსაბუთო ვართ და პრობლემა გვექმნება ამიტომ.

მოვიგვაროთ ხალხნო ეს პრობლემა და ყველანი ვიქნებით მშვიდად. მე აქ ვარ და კითხვა პასუხით ვერ ვიმუშავებ. მოდით და დაგაკვალიანებთ. სხვა რა ვთქვა ნამდვილად არ ვიცი.“ - წერს ფიქრია კუჭუხიძე.

ფიქრია კუჭუხიძე exclusivetv.ge-ს იტალიის ბიუროს დაუკავშირდა და ზემოთ ხსენებული წერილის მიზეზებზე ისაუბრა. 

გუშინ ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტ ქალბატონს, რომელიც ოჯახში მოხუცის მომვლელად მუშაობს, იტალიელი დამსაქმებელი სახლიდან წასვლას იმ მიზეზით აიძულებდა, რომ მას კოვიდ19 დაუდასტურდა.

შემთხვევა, გუშინ, ღამის საათებში მოხდა. რომ არა წინააღმდეგობის გაწევა, მომვლელს ღია ცის ქვეშ  ყოფნა ემუქრებოდა. მომვლელმა შეძლო ერთი ღამით დარჩენის უფლების მოპოვება, თუმცა მოხუცის შვილმა დილით ისევ აიძულა დაეტოვებინა სახლი. 

„ანოლფ“-ის ქართველი ოპერატორის და ინფიცირებული ემიგრანტის მეგობრის აქტიური ჩარევის შედეგად, ოჯახი იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო იმ მომვლელის წინაშე, რომელიც მათთან ოჯახში მუშაობდა და რომ არა, მთელი რიგი გატარებული ღონისძიებებისა, სახლიდან აგდებდა. 

ქვეყანაში, სადაც ინფიცირების შემთხვევები მატულობს და პანდემიის მართვის მიზნით, მთავრობა ახალ რეგულაციებს აქვეყნებს, რიგითი ემიგრანტები ყველაზე მეტად დაუცველი და უძლურნი აღმოჩნდნენ. 

როცა თქვენი უფლებები ირღვევა, დარეკეთ იტალიის შრომით გაერთიანების პროფკავშირი აპულიის რეგიონში ტელ: +39 080 5246355  ელფოსტა: ust_bari@cisl.it

იტალიის შრომის გენერალური პროფკავშირი: ტელ: 080 5736111 · ელფოსტა:regionale@puglia.cgil.it

იტალიის მშრომელთა კავშირი:  ტელ: 080.5018968 – 080.5648982 – 080.5648991 · ელფოსტა: info@uilpuglia.it

 

ასევე შეგახსენებთ:

 

ქ. ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამუშაო დღეებში 15:00 საათიდან 17:00 ჩათვლით სატელეფო კონსულტაციისათვის შემდეგ ნომრებზე:

+39 0809189650 ან +39 0809189651

მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისას, შემდეგ ნომრებზე:

+393662024636 ან +393386164952  

გადაუდებელი შემთხვევები მოიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ შემთხვევებს როგორიცაა:  დაპატიმრება, გარდაცვალება, სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევები, (დარეკეთ 112 (24/7) ჯერ იტალიის ხელისუფლებისგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად) ასევე ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლი.

რომელი შემდეგი სიტუაციები არ არის გადაუდებელი:

• დაკარგული ან მოპარული პასპორტები

• ფინანსური საკითხები

• საკონსულოში ვიზიტის ჩანიშვნის ინსტრუქციები და სხვა საკონსულო მოქმედებები.

ხათუნა შარაძე. იტალია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ფიქრია კუჩუხიძე: „ჩემი ხმაურის მიღმა, სამარისებური სიჩუმეა და ამ სიჩუმის ფასი მხოლოდ მე ვიცი“

📌 ქართველმა ბანმა იტალიაში კლასიკური მუსიკის კონკურსში გაიმარჯვა

📌 როგორი ამინდი იქნება 11 იანვარს იტალიაში

📌 მაღაზიაში, ქურდობის ფაქტზე ქართველი ქალი დააკავეს

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741973228

მსოფლიო

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...

ტრამპი: პუტინი

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი