არალეგალი მიგრანტებისთვის იტალიამ Green pass-ი დაუშვა

იტალიაში, ივნისის თვიდან, აცრაზე ხელი მიუწვდება ყველას, მათ შორის იმიგრანტებსაც, მეტიც, მთელ რიგ რეგიონებში, აცრა შეუძლიათ არალეგალ იმიგრანტებსაც. მთავარია, პირს აღებული ჰქონდეს STP (Stranieri temporaneamente presenti), დროებითი სერტიფიკატი, რომელიც არალეგალ ემიგრანტებს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.
ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტპორტალი, საიდანაც ვაქცინაციის შემდეგ პიროვნების პერსონალური Green pass-ის ჩამოტვირთვა ხდება, STP-ის კოდს ვერ აღიქვამდა, შესაბამისად, ვაქცინირებული არალეგალი იმიგრანტები, ვერ ახერხებდნენ სერტიფიკატის აღებას, რაც დაგვეთანხმებით, რომ დიდი პრობლემაა, რადგან Green pass-ი მხოლოდ კინოში, ან რესტორანში დროის გასატარებლად არ არის საჭირო. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, შესაბამისად Green pass-ის გარეშე მუშაობა, გადაადგილება, საერთო სასადილოებს და საჯარო დაწესებულებებში შესვლა და სხვა ტიპის აქტივობები, თითქმის შეუძლებელი გახდება.
სექტემბრის დასაწყისში, მილანის CISL-ის საემიგრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაურიციო ბოვემ პროტესტი გამოხატა, რომ ხარვეზი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოფხვრილიყო, რადგან ეს ადამიანები ისედაც რთულ მდგომარეობაში იყვნენ არალეგალობის გამო, ამ ხარვეზის მიზეზით კი, მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდებოდა.
როგორც ჩანს, შესაბამისმა ორგანოებმა საკითხის მნიშვნელობა გაითავისეს და ვაქცინირებული არალეგალი მიგრანტებისთვის აცრის დროებითი, ე.წ. შტრიხკოდიანი სერტიფიკატი დაუშვეს, რაც მათ საშუალებას მისცემს შედარებით სრულფასოვნად იცხოვრონ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...