„ბადანტეს საქმე“ - შესაძლოა მოხუცის შვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?!

ExclusiveTV რამდენიმე დღის წინ წერდა მოდენასთან ახლოს, სასუოლოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, როდესაც 89 წლის კარლა გორძანელი სახლიდან გაუფრთხილებლად გავიდა და ძაღლების მსხვერპლი გახდა. ძაღლების მიერ დაგლეჯილი მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარმა, ქართულ ემიგრაციულ საზოგადოებაში, დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან, საქმეში ფიგურირებს მოხუცის მომვლელი, რომელსაც კარლა, ასე ვთქვათ, სახლიდან გაეპარა. არაერთმა ემიგრანტმა პირადადაც მოგვწერა. მათ დეტალები აინტერესებდათ. სწორედ საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დავუბრუნდით თემას.
შეგახსენებთ, რომ კარლა გორძანელი, რომელიც შვილის თქმით, საკუთარ მომვლელს სახლიდან გაეპარა, ამსტაფის ჯიშის ორმა ძაღლმა დაგლიჯა. მოხუცი, რომელსაც მეხსიერებასთან და აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე სახლიდან დაუკითხავად გავიდა და შემთხვევით ერთ-ერთი კერძო ვილის ეზოში შევიდა, სადაც ორი, ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი დახვდა. როგორც ჩანს, ცხოველებმა ის მტრად აღიქვეს და წამებში დაგლიჯეს. ფაქტს, მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებთან საუბრისას, მოხუცის შვილმა რობერტო ნერიმ აღნიშნა, რომ დედა სახლში "ბადანტესთან" ერთად უნდა ყოფილიყო და არ იცის როგორ აღმოჩნდა ქუჩაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ შვილი დედის მომვლელის შესახებ, ყოველთვის დადებით კონტექსტში საუბრობს.
მომვლელმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა და დარწმუნებული იყო, რომ მოხუცს ეძინა, მისი გაუჩინარების შესახებ, შვილის სატელეფონო ზარის საშუალებით შეიტყო, რომელსაც თავის მხრივ, პოლიციამ დაურეკა და მომხდარი შეატყობინა.
აღნიშნულ საქმეს პროკურატურა იძიებს, დადგება თუ არა „ბადანტეს“ პასუხისმგებლობის საკითხი, სამსახურებრივი დაუდევრობის მოტივით, ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი მოხუცის შვილი დედის მომვლელს არ უჩივის და მის შესახებ მხოლოდ დადებითად საუბრობს, ჩვენს მკითხველშიც აღვივებს ეჭვს, ხომ არ ჰქონდა ადგილი მომვლელის, როგორც დასაქმებული პირის უფლებების დარღვევას, რაც არც ისე იშვიათად ხდება ოჯახებში დასაქმებული ქალბატონების შემთხვევაში. საუბარია გადაჭარბებულ სამუშაო გრაფიკზე, მათ შორის დასვენების დღეებშიც. თუ ვარაუდი გამართლდა, შესაძლოა, მოხუცის შვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ჩვენ თვალს მივადევნებთ მოვლენებს და სიახლეების შესახებ საქმის კურსში ჩაგაყენებთ.
იმავე თემაზე:
1740724987
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - „ყველა უბედურების გამოყენება თავის სასარგებლოდ, მათი ჩვეულებრივი ხელწერაა“
„როდესაც საუბარი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მასთან ასოცირებულ სხვა პარტიებზე, მე მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახი, ამ ყველა უბედურების გამოყენება თავის სასარგებლოდ, მათი ჩვეულებრივი...
1740722956
ახალი ამბებისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიაში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. ისინი რეგიონის სხვადასხ...
1740720485
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს
„მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარ...
1740719150
ახალი ამბებიპარლამენტი დღეს იმსჯელებს საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ იქნება ამოღებული
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს იმსჯელებს მმართველი გუნდისა და "ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინ...
1740686545
ახალი ამბებიკორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ ექიმს წარუდგინა ბრალი
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ ექიმს ბრალი წარუდგინა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის მამამ, გაიოზ ჩ...