ფულადი დახმარების მიღება, იტალიაში მყოფ ემიგრანტებსაც შეუძლია - რას ნიშნავს „Reddito di emergenza“

იტალიის მთავრობამ, პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით, მოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც პანდემიის გამო სოციალური პრობლემები შეექმნათ ფულადი დახმარების პროგრამა „Reddito di emergenza“ (საგანგებო დახმარება) აამოქმედა. სოციალური დახმარების კვოტა, ერთ პირზე 400-დან 840 ევრომდე განისაზღვრა.
ხსენებული სოციალური პროგრამით სარგებლობა, იტალიაში მყოფ ემიგრანტებსაც შეუძლია. რა შემთხვევაში და ვისთვის არის შესაძლებელი „Reddito di emergenza“-ს მიღება, ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფ“-ის (Anolf) ქართველ ოპერატორს, ფიქრია კუჭუხიძეს დავუკავშირდით.
პოსტკოვიდ დახმარება „Reddito di emergenza“-ს მოთხოვნის მოდულების „Anolf“-დან გადაგზავნა 2020 წელს დავიწყეთ. სოციალურ დახმარების მიღების პრაქტიკის გადაგზავნა ეტაპობრივად, ყოველ 3 თვეში ერთხელ ხდება. მოთხოვნის გაგზავნის ბოლო ეტაპი იყო 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
რა სოციალური კრიტერიუმების მქონე პირს ეკუთვნის „Reddito di emergenza“?
ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, ვინც იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება, აქვს ჩაწერა (Residenza), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (Carta di identità) და ლეგალურობის დამადასტურებელი დოკუმენტი ე.წ. „permeso“ და „modello isee“. დახმარების მიღების მსურველი პირის სოციალური მდგომარეობა ასევე უნდა აკმაყოფილებს პროექტით გათვალისწინებულ პირობებს!
არ ეხება მათ, ვისაც სამართალდამცველ სტრუქტურასთან აქვს პრობლემა და მათ ვინც არ სარგებლობს „modello isee“-თ, რომლის გარეშეც გადაგზავნილი პრაქტიკები დაიბლოკებოდა. ეს INPS (სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი) მთავარი მოთხოვნა გახლდათ.
ფიქრია კუჭუხიძის განცხადებით, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიაზე პოსტკოვიდური რეგულაციები 30 დეკემბრამდე გრძელდება, გამომდინარე აქედან, სავარაუდოდ „Reddito di emergenza“ შესაძლებელია მიმდინარე წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. სოციალური დახმარების გახანგრძლივება არ ითვალისწინებს უკვე გაგზავნილი პრაქტიკების ავტომატურად გაგრძელებას, ამისთვის საჭიროა მოთხოვნა ხელახლა იქნეს გადაგზავნილი.
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...