Green pass-ის გარეშე "ბადანტემ" სამუშაო ადგილი უნდა დატოვოს - იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება

იტალიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებში, გამოქვეყნდა ინფორმაცია ოჯახებში დასაქმებული პირების  Green pass-თან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ. ინფორმაციას იტალიური ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცემა Corriere della sera ავრცელებს.

სტატიიდან ვიგებთ, რომ თუ მომვლელი, ძიძა, ან მოახლე არ ფლობს Green pass-ს, არ უნდა შევიდეს დამსაქმებლის სახლში და თუ იმავე სახლში ცხოვრობს, რომელ ოჯახშიც მუშაობს, სასწრაფოდ უნდა დატოვოს აღნიშნული საცხოვრებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებული პირის მიმართ, განისაზღვრება დიდი ფულადი ჯარიმა.

გამოქვეყნებულ ტექსტში ხაზგასმულია, რომ დამსაქმებელი ოჯახის უფლებაა აიყვანონ შემცვლელი. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ „ბადანტეს“ და ოჯახის დამხმარეს საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფა სამუშაო კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც დასაქმებული პირი დატოვებს ოჯახს, დამსაქმებელს ავტომატურად შეუწყდება ეს ვალდებულებაც.

აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს ყველა სექტორში დასაქმებულ პირებზე. მათ დროებით უჩერდებათ კონტრაქტები და გადადიან უხელფასო მოლოდინის რეჟიმში, სანამ "მწვანე სერტიფიკატს" არ წარადგენენ.

იმ შემთხვევაში, თუ პირს მუშაობის პროცესში გამოუვლინდა ვირუსი, იმის მიუხედავად აქვს თუ არა Green pass-ი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს სამუშაო-საცხოვრებელი კარანტინით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ Green pass-ი არ გულისხმობს მხოლოდ ვაქცინაციას, მასში  აგრეთვე შედის კოვიდტესტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც პირმა ყოველ 48 საათში ერთხელ უნდა განაახლოს, ანუ ტესტის პასუხი ვალიდურია, მხოლოდ 48 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ტესტი თავიდან უნდა გაკეთდეს, საკუთარი ხარჯებით. ეს ყველაფერი ოჯახებში დასაქმებული უცხოელების არც ისე სახარბიელო ბიუჯეტს, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ პირს არ სურს ვაქცინის გაკეთება, ის ვალდებულია ტესტის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს.

ცნობისთვის: იტალიაში დღესდღეობით დაახლოებით 5 მილიონი ლეგალი ემიგრანტი ცხოვრობს, მათგან 2 100 000 ადამიანი ოჯახებშია დასაქმებული („ბადანტე“ -770 000, მოახლე - 1 060 000, ძიძა - 270 000). მათგან ყოველი მეხუთე Green pass-ის გარეშეა.

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

1741003361

საზოგადოება

ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა

კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...

ეროსი მანჯგალაძე

1741001817

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...

ლევან მაჭავარიანი