იტალია - “Flussi”-ზე განაცხადების მიღება 27 მარტიდან დაიწყება

"2023 წლის 26 იანვარს ძალაში შევიდა იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის დეკრეტი (ე.წ. “Decreto flussi“) მიგრაციული ნაკადების შესახებ."
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს:
"დეკრეტი განსაზღვრავს იტალიის ტერიტორიაზე უცხოელი მუშახელის (იგულისხმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები) შესვლის კვოტას.
დეკრეტში საქართველო პირველად მოხვდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს იტალიაში, დაქვემდებარებული, სეზონური და არასეზონური სამუშაოს შესრულების მიზნით დასაქმდნენ.
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ, დასაქმების მიზნით, იტალიის ტერიტორიაზე შესვლა შეძლოს, იტალიელმა დამსაქმებელმა იტალიის კომპეტენტურ ორგანოში უნდა წარადგინოს ინდივიდუალური და სახელობითი მოთხოვნა.
იტალიის შესაბამისი ინსტიტუციების მიერ განცხადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 27 მარტიდან, მითითებულ ვებ-გვერდზე:
https://portaleservizi.dlci.interno.it/AliSportello/ali/home.htm
დეკრეტის პირობებთან და პროცედურებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ იტალიის რესპუბლიკის შრომის და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ვებ-გვერდს:
https://www.integrazionemigranti.gov.it"
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 იტალიის ჩრდილოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
🔵 საჭირო და აუცილებელი რჩევები მათთვის, ვინც იტალიაში ცხოვრობს ან ცხოვრებას გეგმავს
1685994920
საქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...
1685955897
ემიგრაცია"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან
ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება.... ბავშვობიდან რუსეთში ,...
1685740275
სპორტი6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...
1685733473
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...
1685732784
სპორტიისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...