იტალიაში ფემინიციდი ისევ დიდ პრობლემად რჩება
იტალიაში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ფემინიციდის 103 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ მესამე დღეს, ქვეყანაში ერთ ქალს კლავდნენ.
ძირითად შემთხვევაში, ქალები იცნობდნენ თავიანთ მკვლელებს. შემთხვევების 72.3% აქტუალური, ან ყოფილი პარტნიორის მიერ არის ჩადენილი. თუ ამ რიცხვს დავუმატებთ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ქალი საკუთარი ოჯახის წევრმა მოკლა, მაშინ პროცენტი 82.3-მდე გაიზრდება.
ფემინიციდის ჩამდენთა დიდი უმრავლესობა (76,4%) იტალიელია, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან. აქედან 47.4%-ს სტაბილური სამსახური ჰქონდა. მათგან ნარკოდამოკიდებული მხოლოდ 15% იყო.
აღნიშნულ მონაცემებს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები ავრცელებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 84 ცენტრი, 111 ორგანიზაციითა და 60 თავშესაფრით, 19 რეგიონში. 2020 წელს ასეთ თავშესაფრებში 20 ათასი ქალი ცხოვრობდა. ეს რიცხვი წელს ოდნავ შემცირებულია.
კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას ვადა, 2020 წელს გაუვიდა და ახალი პროგრამა ჯერ არ დამტკიცებულა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გარდა ფონდებთან წვდომის შეზღუდვისა, ორგანიზაციებს კონკრეტულ სიტუაციებში ჩარევისასაც დაბრკოლებები ექმნებათ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ორგანიზაციები 27 ნოემბერს დიდ მანიფესტაციას გეგმავენ, რომელიც დიდი ალბათობით რომში გაიმართება.
1730901498
ახალი ამბებიწიწამურში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი
წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. დაიღუპა 1 და დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყ...
1730899898
სოციალური მედია„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...
1730898883
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...
1730895391
სოციალური მედია„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...
1730891103
საზოგადოებამუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა
„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...