იტალიაში Green pass-ის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთსაც ვეღარ იყიდით?!

მოგეხსენებათ 6 დეკემბრიდან იტალიაში Green pass-თან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ამოქმედდა. პირველივე დღეს, პოლიციის მიერ, 119 539 ადამიანი შემოწმდა. საშვის არქონის გამო დაჯარიმდა - 937, ხოლო ნიღბის არქონის გამო - 2 077 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით, ჯარიმების რაოდენობა გაორმაგებულია.
პირველი დღის კონტროლის შედეგების წარდგენის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლუჩანა ლამორჯეზემ განაცხადა, რომ პოლიცია ლმობიერი ვერ იქნება. "ზოგიერთი მედია მაუწყებლის აზრით, არ ვართ საკმარისად მკაცრები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი არჩევანია სიმკაცრე! რათა გარანტირებული იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობა", ამბობს მინისტრი.
ტრანსპორტის სამინისტრო მუშაობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის ყიდვა მხოლოდ “Green Pass”- ის მქონე პირები შეძლებენ, როგორც ეს სათხილამურო ბილეთების შემთხვევაშია. „ჩვენ შევისწავლით მექანიზმებს. გარემოებები ხელს გვიწყობს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ უკვე მომდევნო კვირიდან შევძლებთ ექსპერიმენტის დაწყებას,“ განაცხადა პრესასთან საუბრისას მინისტრმა ენრიკო ჯოვანინიმ.
პაატა ქურთიაშვილი
1741088413
ახალი ამბები„რა მორალით გველაპარაკებით და გვასანქცირებთ, თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“ - ირაკლი ზარქუა
„რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა მმართვე...
1741087797
საზოგადოებავოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...
1741085614
საზოგადოებაგენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს
უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...
1741085599
ახალი ამბები„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე
„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...
1741083933
სპორტიდუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...