იტალიაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება
იტალიაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. იტალიის განათლების მინისტრმა პატრიციო ბიანკიმ არ დააკმაყოფილა 1500 სკოლის დირექტორის ხელმოწერილი მიმართვა, რომელიც სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების ორი კვირით გადადებას ითვალისწინებდა. დირექტორების განცხადებით, ამ გზით მოსწავლეებს აცრისთვის დროს მისცემდნენ.
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ იმ ინფორმაციის მიმართ, რაც პანდემიასთან დაკავშირებით მოდის ჩვენამდე, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ იმათი აზრიც, ვისაც სასწავლო პროცესის განახლება, დასწრებით რეჟიმში სურთ", ამის შესახებ განათლების მინისტრმა პროფკავშირების წარმომადგენლებს განუცხადა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისა და მოსწავლეების იმ რაოდენობის გამო, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან.
ომიკრონის გავრცელების სისწრაფიდან და პანდემიური ზოგადი სურათიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორი კვირით გადადების მომხრეა ექიმთა ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპო ანელიც, მაგრამ ამის საპასუხოდ მინისტრი აცხადებს - "იტალია მიჰყვება ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ნორმებს, მით უმეტეს, რომ იტალია ევროპაში პირველ ადგილზეა ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ. ჩვენ განვსაზღვრეთ კონკრეტული მითითებები: კლასში ერთი ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა გაძლიერდეს კლასზე დაკვირვება, ხოლო ორი დაინფიცირებულის გამოვლენის დროს კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე. მაღალი კლასების შემთხვევაში, ერთი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, ძლიერდება მეთვალყურეობა, მეტის შემთხვევაში - ვაქცინირებულებსა და აუცრელებს შორის იქნება განსხვავება," - განაცხადა მინისტრმა.
სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა უფრო სკოლამდელ და დაწყებით კლასებს "ემუქრებათ", რადგან 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია, უკვე დიდი ხანია დაწყებულია და 12-დან 19 წლამდე მოზარდების 70% უკვე აცრილია.
1736954634
მსოფლიოისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN
ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...
1736953492
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე
„300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ვნახე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი და...
1736953012
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პროკურატურამაც გამორიცხა, რომ არჩევნებში ერთი ადამიანი თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე
არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს, რომელიც 15 იანვარს პროკურატურამ გაავრცელა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი...
1736950887
ახალი ამბებიფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - ზრდა 10.2%
2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიუ...
1736950049
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლე...