„მივმართავ ქართული დიასპორის ხელმძღვანელობას! ასევე, სრულიად ქართველ ემიგრანტებს, ყველგან მსოფლიოს მასშტაბით!“ - ემიგრანტის მიმართვა

„მივმართავ ქართული დიასპორის ხელმძღვანელობას! ასევე სრულიად ქართველ ემიგრანტებს, ყველგან მსოფლიოს მასშტაბით! ეს არაა თხოვნა. ეს არაა ვედრება. ეს მოთხოვნაა ყველას მიმართ. ყურადღება მიექცეს დამსაქმებლების საქმიანობას! ყურადღება მიექცეს თითოეულ ემიგრანტს! ყურადღება მიექცეს ყველა დასაქმებულ ან დაუსაქმებელ ემიგრანტს! ის რასაც ვისმენ, ის რაც ხდება. ეს წარმოუდგენელია, ეს შეუძლებელია თუმცა რეალობაა! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყურადღება მიაქციეთ ხალხს. მადლობა ყურადღებისათვის! ეს მიმართვა ეკუთვნის აგრეთვე იტალიის, თურქეთის, საბერძნეთის ქართული ეკლესიის ხელმძღვანელობასაც, სადაც ყველაზე დიდია ქართული ემიგრაცია.“
წერილის ავტორი იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ია გურგენიძეა, რომელსაც exclusivitv.ge დაუკავშირდა და შეეცადა პირადად მისგან მიგვეღო პასუხები კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მსგავსი შინაარსის მოწოდებით მიემართა საზოგადოებისთვის.
„სიმართლე გითხრათ დავიღალე, ხან ვინ მწერს ხან ვინ, იციან გულგრილად ვერ ავუვლი გვერდს და ალბათ ამიტომ. აი იქ ვიღაც გარეთ დარჩა და რა ვუშველოთ? იქ ვიღაცას სცემეს რა ვქნათ? იქ ის ვერ დასაქმდა ზის და ასე შემდეგ. უამრავი პრობლემაა. აქ ჩვენ, ისიც გვყოფნის, რომ ემიგრანტები ვართ და კიდევ შენივე ქართველის ხელის კვრა, მერწმუნეთ ძალიან მტკივნეულია. ამ დროს არ იცი გამწარებული ადამიანი რას იზამს და შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს ზოგიერთი ვაი დამსაქმებლის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება. ვფიქრობ თვითონ აქ მყოფ საზოგადოების რაღაც ნაწილსაც აკლია თვით შეგნება, რომ ასე მოქცევა და ერთმანეთის დამცირება არ შეიძლება. არ მსიამოვნებს როდესაც რუსი, უკრაინელი, სომეხი აგერ ჩემს გვერდით ამბობს შეხედეთ როგორ ჭამენ ამ უცხო მიწაზე ერთმანეთსო. მერწმუნეთ ასეთი რამის მოსმენა ფიზიკურ დაპირისპირებაზე მეტად მტკივნეულია.
მეც ჩვეულებრივი, ერთი რიგითი „ბადანტე“ ვარ და ამ ხნის მანძილზე, არაერთ რამეს გადავაწყდი. ძალიან მიჭირს გულგრილად ვუყურო ამ ყველაფერს. ჩემთვის არ არსებობს სიტყვა, - მე არ მეხება. აქ ყველას ყველაფერი გვეხება! დიახ, აქ ჩვენ ერთმანეთს გვერდით უნდა ვიდგეთ და აქვე მინდა აღვნიშნო, პასპორტის პირველ გვერდზე წერია რომ პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო. მინდა მჯეროდეს რომ ეს ასეა. რაც შეეხება ეკლესიას, მინდა აღვნიშნო, ემიგრანტების გულის ტკივილი - აქაც არ სუფევს ერთსულოვნებაო.
იქნებ, ყველამ რაღაცნაირად მივაღწიოთ იმას რომ ეს მანკიერება აღმოიფხვრას საზოგადოებაში. მეტი სიყვარული და მეტი ერთმანეთის გვერდში დგომა გადაგვარჩენს სხვა არაფერი, ისეც განადგურებულ ერს.“ - გვიპასუხა ია გურგენიძემ.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...