როგორ უნდა მოვიქცეთ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში - ახალი რეგულაციები

2022 წლის იანვრიდან იტალიაში კარანტინთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ქვეყნის პარალიზების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მთავრობამ შემსუბუქებული საკარანტინე სისტემა შეიმუშავა.

როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოგივლინდათ?

პირველი რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, უნდა გაიკეთოთ კოვიდტესტი:

  • ტესტი შესაძლოა, თავად ექიმმა აგიღოთ.
  • ექიმმა დაგიჯავშნოთ ვიზიტი რომელიმე ლაბორატორიაში.
  • ექიმმა მეილზე, ან ტელეფონის ნომერზე გამოგიგზავნოთ მიმართვა, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ტესტის გაკეთებას.

პასუხი ტელეფონზე მესიჯის სახით მოგივათ.

თუ დადგინდა რომ კოვიდდადებითი ხართ...

  • დადებითი პასუხის შემთხვევაში, ტესტის პასუხთან ერთად, სამედიცინო უწყება გამოგიგზავნით ბმულს, რომელზეც უნდა შეიყვანოთ ყველა იმ ადამიანის მონაცემი, რომლებთანაც ბოლო 48 საათის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტი გქონდათ.
  • იქვე გამოგიგზავნიან კარანტინის წესებს: ა. თუ აცრილი ხართ ბუსტერით, ან დაასრულეთ ვაქცინაციის პირველი ციკლი, ან გადაიტანეთ ვირუსი ბოლო 120 დღის განმავლობაში, კარანტინის ვადა მოიცავს ტესტის გაკეთების დღიდან 7 დღეს, აქედან ბოლო 3 დღე სრულიად უსიმპტომო უნდა იყოს. ბ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, კარანტინის ვადა მოიცავს ტესტის გაკეთების დღიდან 10 დღეს, აქედან ბოლო 3 დღე სრულიად უსიმპტომო უნდა იყოთ.

თუ ვირუსით დაინფიცირებული პირის "კონტაქტებში აღმოჩნდით":

  • თუ აცრილი ხართ ბუსტერით, ან დაასრულეთ ვაქცინაციის პირველი ციკლი, ან გადაიტანეთ ვირუსი ბოლო 120 დღის განმავლობაში, უნდა აწარმოოთ თვითდაკვირვება 5 დღის განმავლობაში, გამოგივლინდებათ თუ არა რაიმე სიმპტომი. ვალდებული ხართ 10 დღის განმავლობაში ატაროთ FFP2 ტიპის ნიღაბი. სიმპტომების არქონის შემთხვევაში, არ გადადიხართ კარანტინში და არ წყვეტთ მუშაობას.
  • თუ 120 დღეზე მეტია, რაც დაასრულეთ ვაქცინაციის პირველი ციკლი, ან გადაიტანეთ ვირუსი, უნდა გაიაროთ 5 დღიანი კარანტინი და კარანტინს ასრულებთ თუ ტესტმა მეხუთე დღეს უარყოფითი პასუხი გიჩვენათ. თუ ტესტს არ გაიკეთებთ, ამ შემთხვევაში უნდა გაიაროთ 14 დღიანი კარანტინი. სამსახურში დაბრუნებას მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებთ.
  • თუ არ ხართ აცრილი, ან გავლილი გაქვთ ვაქცინაციის არასრული პირველი ციკლი, ან დაასრულეთ ვაქცინაციის პირველი ციკლი, მაგრამ ჯერ არ გასულა 14 დღე, ამ შემთხვევაში, უნდა გაიაროთ 10 დღიანი კარანტინი და კარანტინს ასრულებთ თუ ტესტმა მეათე დღეს უარყოფითი პასუხი გიჩვენათ. თუ ტესტს არ გაიკეთებთ, ამ შემთხვევაში უნდა გაიაროთ 14 დღიანი კარანტინი. სამსახურში დაბრუნებას მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებთ.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევებში, სადაც ვალდებული ხართ გაიაროთ კარანტინი, კარანტინის ბოლოს აუცილებელია ტესტის გაკეთება, რომლის მიმართვასაც ოჯახის ექიმი დაგიწერთ, ან თავად დაგიჯავშნით ვიზიტს. ასევე ტესტირების გავლა შესაძლებელია სამედიცინო უწყების მიერ თქვენთვის გამოგზავნილი განკარგულების საფუძველზე, რომელიც კარანტინის პირობებს განსაზღვრავდა.

ტესტის პასუხის მიხედვით, კარანტინის დასრულების ვადის შესახებ ინფორმაცია მოგივათ ტელეფონზე მესიჯის სახით.

ნინა მამუკაძე

იტალია, ფლორენცია

წყარო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი

1741965225

საზოგადოება

ავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი

 ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...

ოზურგეთი

1741964127

მსოფლიო

მარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...

 მარკო რუბიო