“როცა ეს ფოტო ვნახე, ისე გავბრაზდი მეგონა რომ ჩემი ხუთ წელი წამართვეს, თავზე გადამახიეს ორმოდან ამოძახებული, „გამარჯობა მე საქართველო ვარ, ყველაზე ტკბილი და სევდიანი მიწის შვილი, რომელსაც შენთან მეგობრობა და თანასწორობა უნდა“ - ხათუნა შარაძე

სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ერთ-ერთი იტალიური ტურისტული კომპანიის ფოტოს წავაწყდი. ფოტოზე ასახულია სარდაფის კიბის უჯრედის ქვეშ კარი, წარწერით - “Gest House“. ფოტოს ანოტაციაში მითითებულია რომ ეს არის საქართველო, თბილისი. შემდეგ გვერდის სხვა პოსტებსაც მივადევნე თვალი და აღმოჩნდა რომ გვერდის ადმინისტრაციის მარკეტინგული გათვლაა მოგზაურობის მსურველებს სხვა და სხვა ქვეყნებზე წარმოდგენა ყველაზე ღარიბული უბნების შეთავაზებით შეუქმნას.
ცხადია პროტესტის გრძნობა გამიჩნდა რადგან ეს გახლავთ სოციალური სივრცე, რომელზედაც წვდომა მილიარდობით ადამიანს აქვს. ბოროტი ხუმრობა და აგრესიული ბიზნესია ეს, რომელსაც გამართლება არ აქვს. მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას!!! მსგავსი „პოპულარიზაცია“ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ხუთი წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ და ვიცი რას ნიშნავს იყო პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც არა თუ კარგად, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იცნობენ და როცა ეს ფოტო ვნახე ძალიან გავბრაზდი.
ხუთი წელია ვინც კი სასაუბროდ გამიჩერდება მუდამ საქართველოზე ვესაუბრები, ქართველ ხალხზე, ჩვენს კულტურაზე, ისტორიაზე, სიმდიდრეზე, ღვინოზე, ანბანზე, სტუმარმასპინძლობის ტრადიცებსა და სამზარეულოზე, ყველაფერზე ვსაუბრობ რის საშუალებასაც ჩემი იტალიური ენის საბაზისო ცოდნა მაძლევს, მათ შორის გეოპოლიტიკასა და „ერთმორწმუნე მეზობელზე“, ვისი წყალობითაც საქართველო ნოეს კიდობანს დაემსგავსა და გადარჩენისთვის სხვა და სხვა ქვეყნებში ემიგრანტის სახელით ვატარებთ ცხოვრების საუკეთესო წლებს. ჩვენ, ემიგრანტები არავის ვჭირდებით თანასწორად, ვჭირდებით შავ მუშა ხელად და ამ გააზრებული რეალობის მისაღებად ათას ცოდვა-მადლში გვიწევს გაძლება. თითქოს მადლიერიც ვართ და თან შეურაცხყოფილები, კმაყოფილებიც და უმადურებიც, გადარჩენილებიც და ცოცხლად გარდაცვლილებიც...
როცა ეს ფოტო ვნახე, ისე გავბრაზდი მეგონა რომ ჩემი ხუთი წელი წამართვეს, უბრალოდ თავზე გადამახიეს მთელი ჩემი ნებისყოფა, თავაზიანობა, მოთმინება და ორმოდან ამოძახებული, „გამარჯობა მე საქართველო ვარ, ყველაზე ტკბილი და სევდიანი მიწის შვილი, რომელსაც შენთან მეგობრობა და თანასწორობა უნდა“!!!!
იმედი მაქვს რომ გვერდის ადმინისტრაციისთის მხოლოდ ფული, ბევრი ფული არ არის პრიორიტეტი და საქართველოს “ღარიბი“ უბნებით ნაშოვნი ფულით გამდიდრებას არ აპირებს! წესით სადმე სინდისიც უნდა ჰქონდეს გადანახული!
1695709751
სპორტისაქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...
1695652780
საზოგადოებავატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...
1695625470
სპორტიილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...
1695588571
სპორტილერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...
1695559593
სოციალური მედია„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე
გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...