SOS!!! ემიგრაციის მაჩვენებელი კატასტროფულად მატულობს

ქართული კულტურული ასოციაცია მერანის დამფუძნებელი მელი თურმანიძე, ფეიბუქპოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

SOS❗️❗️❗️ ემიგრაცია

მართალია არ გამიკეთებია კვლევები ამ თემასთან დაკავშირებით და ჩემი მოსაზრება მხოლოდ სოც. ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა, შესაბამისად მოსალოდნელია  პროცენტული მცდარობა, მაგრამ რეალობა ესაა და პრობლემისგან შორს ვერაფრით გავიქცევით. 

როგორც ვთქვი, სოც ქსელში გავრცელებულ ინფრომაციებსა თუ კერძო პროფილებზე გავრცელებულ სტატუსებზე დაყრდნობით, ემიგრაციის მაჩვენებელი კატასტროფულად მაღლა იწევს! 

თუ რატომ ხდება ეს, რაა გამომწვევი მიზეზი, როგორ უნდა შეჩერდეს და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, მაგრამ დღეს მათ განხილვას არ ვაპირებ. მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე შევჩერდე. 
დღეს ბარის აეროპორტში, ჩამოფრენილი ქართველი ოჯახი, ცოლ-ქმარი პატარა შვილთან თუ შვილებთან ერთად, დამაიმედებლისგან მიტოვებული(სავარაუდოდ) , დროებით თავშესაფარს ითხოვს. 
ეს არაა პირველი შემთხვევა და სამწუხაროდ, ვეჭვობ ბოლო იყოს, თუმცა ამ ამბავში არის მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი, არცერთი მიტოვებული ოჯახი ხმამაღლა არ ამბობს, იმ ადამიანების სახელსა და და გვარს ვინც შეპირდა, მიატოვა და ბედის ანაბარა დატოვა წვრილშვილით ღია ცის ქვეშ. ისმის ლოგიკური შეკითხვა:-რატომ? 
რას ემსახურება ეს დუმილი? ეს ხომ უპასუხისმგებლო ადამიანებზე ხელის შეწყობაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააწვალონ?!

მინდა ემიგრაციაში წასასვლელად გამზადებულ ადამიანებს ვურჩიო:
1.  რისკია ემიგრაციაში მთელი ოჯახით წასვლა უცნობი ადამიანების იმედად. წადით ოჯახის ერთი წევრი, ნახეთ გარემო, იპოვეთ ნამდვილი დასაყრდენი და წაიყვანეთ ოჯახი, თუ ეს აუცილებელია. 

2. თუ თქვენ , უკვე აქ ხართ, სამწუხაროდ იმ ადამიანთა სიაში, რომლებიც ღია ცის ქვეშ მიატოვეს, ამოიღეთ ხმა! 
თქვენი დუმილი საქმეს , მხოლოდ და მხოლოდ , აფუჭებს!
ამოიღეთ ხმა, დაასახელეთ ადამიანები, რომლებიც გატყუებენ, ასე თქვენ გადაარჩენთ მორიგ მსხვერპლს!

3. გაითვალისწინეთ( ჩვენი ინფორმაციით) , სახლების უდიდესი პროცენტობა, სადაც დროებით საცხოვრებლად შედიან, სავსეა ემიგრანტებით ( ძველი, თუ ახალი), 
 შესაბამისად რთულია ცხოვრების პირობები.

ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ზემოთ ჩამონათვალი რჩევები და ნუ ფიქრობთ,  რადგან სამხრეთ იტალიაში, კერძოდ ბარიში ბევრი ქართველია ადგილის პოვნა იოლია,  მცდარია ეს ლოგიკა, სწორედ ამიტომ, რომ იქ ბევრი ქართველია, ნელა ნელა რთულდება დაბინავება.

გისურვებთ, არასდროს წასულიყავით საზღვრებს მიღმა ემიგრაციაში, თქვენი გზა მხოლოდ გართობის, ცოდნის გაღრმავების, სიკეთის ყოფილიყოს.

პატივისცემით ქართული კულტურული ასოციაცია მერანის ფუძემდებელი და პრეზიდენტი, მელი თურმანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745001906

მსოფლიო

სტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...

სტიქია იტალიაში

1745001149

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...

გია ვოლსკი

1744999474

ახალი ამბები

ამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება

არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...

ანალიტიკოსი

1744997500

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...

დავით მათიკაშვილი

1744994444

ახალი ამბები

მეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...

მეუფე შიო