“თქვენ დაგაკავებენ და დაგაბრუნებენ“ - იტალიის პრემიერ მინისტრის მიმართვა უკანონო მიგრანტებს

დღეს იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯა მელონმა ვიდეო მიმართვაა გაავრცელა სადაც ის იტალიაში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს მიმართავს. მან ჯერ განმარტა თუ რა ხდება აფრიკაში და შემდეგ კი ურსულა ფონ დერ ლეიენი  ლამპედუზაში მიიწვია. მიგრანტებს კი მიმართა: „დაგაკავებენ და გაგაბრუნებენ“.

“ხმის აწევის დროა“ - აღნიშნა პრემიერმა. მელონი მთელ თავის სიმტკიცეს ავლენს ლამპედუზაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც ბოლო რამდენიმე დღეში ათასობით მიგრანტი შევიდა და მიგრანტების რაოდენობამ ახალ რეკორდს მიაღწია.

პრემიერის განცხადებით, იტალიის მთავრობა რეპატრიაციის ახალი ცენტრების (Cpr-ის) მშენებლობას იწყებს, „რადგან არსებული ცენტრები მზარდი ემიგრაციის ფონზე საკმარისი არ რაის“ - განმარტავს მელონი.

„მიგრაციული ზეწოლა, რომელსაც იტალია განიცდის ამ წლის დასაწყისიდან, არამდგრადია. სიტუაცია აფრიკაში ძალიან რთულია და შესაძლოა ათობით მილიონმა ადამიანმა უკეთესი მომავალი ევროპაში ეძებოს", - ამბობს მელონი და განმარტავს, რომ „იტალია ვერ მიესალმება ხალხის ამ უზარმაზარ მასას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრეფიკინგი იმართება კრიმინალების მიერ. მთავრობა არჩევის დღიდან მუშაობდა ამ პრობლემის სტრუქტურული გზით გადასაჭრელად, რათა შეეჩერებინა ადამიანებით ვაჭრობა და მასობრივი არალეგალური იმიგრაცია, რაც შავით-თეთრზე გარკვევით წერია ევროპის საბჭოს დასკვნებში".

" როგორ მიიღწევა ეს? - კითხულობს პრემიერ მინისტრი - ევროპული მისიით, ჩრდილოეთ აფრიკის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, შეაჩერონ გემების გამგზავრება, გადაამოწმონ, ვის აქვს ან არა თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. ამავდროულად, ინვესტიციებია საჭირო აფრიკის ეკონომიკის განვითარებისთვის“.

„აქტიური მუშაობის წყალობით ჩვენ ლიბიიდან გასვლას ვაკონტროლებდით, მაგრამ ამასობაში ტუნისში მდგომარეობა გაუარესდა. მთავრობა მუშაობს ევროპასა და ტუნისს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ევროპის სხვა ნაწილი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. ვფიქრობ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ყოველდღიურ მცდელობაზე რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტუნისში არის მჩაგვრელი რეჟიმი, რომელთანაც შეთანხმება არ შეიძლება, თუნდაც განაცხადონ, რომ ტუნისი არ არის უსაფრთხო თავშესაფარი. ამას ემატება ისიც, რომ შეთანხმებული 250 მილიონი ევრო ტუნისში ჯერ არ არის გადარიცხული ."

იტალიის პრემიერ-მინისტრი განმარტავს რომ მოთმინების დრო ამოიწურა, რადგან იტალიაში მიგრანტების შემოდინებამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია:

„პირველ რიგში, მივწერე ევროკომისიის პრეზიდენტს და ვთხოვე ჩემთან ერთად ლამპედუზაში ჩავიდეთ, რათა  გაიგოს რა ვითარება გვაქვს და დაუყოვნებლივ დააჩქაროს ტუნისთან შეთანხმების განხორციელება და შეთანხმებული რესურსების გადაცემა; ასევე მივწერე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ვთხოვე მიგრაციის საკითხი ოქტომბრის შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანოს. ჩემი განზრახვაა, რომ სასწრაფოდ საჭიროა აიკრძალოს ნავებით ადამიანთა უკანონო მიგრაცია“.

პრემიერის განმარტებით - „ორშაბათს მინისტრთა საბჭოს მიერ თავდაცვის უწყებას მიენიჭება მანდატი, შექმნას საკმარისი სტრუქტურები არალეგალური ემიგრანტების დასაკავებლად. „ ნუ ენდობით ტრეფიკიორებს, რადგან ისინი დიდ ფულს გთხოვენ, ჩაგსვამენ გემებში, რომლებიც არ არის აღჭურვილი და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ იტალიაში არალეგალურად შეხვალთ დაგაკავებენ და უკან დაგაბრუნებენ. ჩვენი მდგომარეობა არ გვაძლევს არაფრის გაკეთების საშუალებას“.

ExclusiveTV - იტალია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729857617

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: "25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია...

ამინდი

1729857314

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90...

ცესკო

1729853377

საზოგადოება

ჯაბა კილაძე მიმართვას ავრცელებს - ,,უკვე იმდენმა ადამიანმა დამირეკა"

მსახიობი ჯაბა კილაძე მის შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ძვირფასო მეგობრებო, საერთოდ არ მინდოდა ამაზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე იმდ...

ჯაბა კილაძე მიმართვას ავრცელებს

1729845351

საზოგადოება

როგორია შემოდგომის ბოლო ახალი მთვარე და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელის ცვლილებები? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ!

2024 წლის ნოემბერი მორიელის ნიშნის ახალმთვარეობით დაიწყება - არაპროგნოზირებადი და იმპულსური. პერიოდი მდიდარი იქნება ემოციური რყევებით, მაგრამ ამავდროულად, ახალი მთვარე არის მომავალში პოზიტიური მოვლენე...

სავსემთვარეობა

1729842430

საზოგადოება

„ნალექი და წვიმა“ - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

25 ოქტომბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი...

ამინდი, წვიმა