„ვფიქრობ, ჯიპზე მე არ ვზივარ, ასე რამ შეაძულათ სასულიერო პირები-თქო“ - რომის სამრევლოს წინამძღვარი იოანე ხელაია

რომის სამრევლოს წინამძღვარი იოანე ხელაია, რომელიც საქართველოში ბოლო 4 წელია არ ყოფილა, სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში დაბრუნებული მამაო, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავზობთ.
„4 წელზე მეტია თბილისში არ ვყოფილვარ. ყოველ ჩამოსვლაზე, ჩემი მეგობარი პატიკოს მოკრძალებული პატარა კომპაქტური ავტომობილით ვმოძრაობ, ვცდილობ არ გავაღიზიანო და აგრესია არ გამოვიწვიო, მამაოებზე აცრილ საზოგადოებაში. ამდენი წლის მერე მონატრებულმა, პატიკოს მანქანით გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ ქალაქში გასეირნება.
პირველივე დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე მივსეირნობ და ვგრძნობ დიდ აგრესიას, ხელების ქნევას და ლანძღვას, თავის სიგნალებით, გულში ვფიქრობ მაგარ ჯიპზე მე არ ვზივარ, ასე რამ შეაძულათ სასულიერო პირები-თქო. უცებ ერთი ახალგაზრდა გამოენთო, თავისი მანქანის კარები გააღო, გადამიდგა წინ და მლანძღავს. თავი გავყავი მოკრძალებულად, ჩემო მეგობარო რა დაგიშავე ასეთი, რამ შეგაძულათ ასე საეკლესიო პირები-თქო. მიხვდა რომ მამაო ვიყავი. არა მამაო, სულაც არ მძულს სასულიერო პირებიო, უბრალოდ მთელი გზაა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობთ, ძალიან მშვიდი სახითო. მოვუბოდიშე და ავუხსენი, რომ 4 წელზე მეტია არ ვყოფილვარ საქართველოში. მოკლედ, პატრულმა გამაჩერა 3-ჯერ, პატიკოს მოუვიდა 7 ჯარიმა და გადავწყვიტე ავტომობილის გარდა, სხვა და სხვა ტრანსპორტით მემოძრავა.
p.s ისე იტალიაში 11 წლის მანძილზე სულ ვარ სამჯერ ან ოთხჯერ დაჯარიმებული.“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 მამა იოანე: „წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში“
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...
1741092844
ახალი ამბებიმტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა
მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...
1741091557
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...