ვინ და როგორ გააკონტროლებს “ბადანტეს” Green pass-ს

15 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. იტალიაში სავალდებულო ხდება Green pass-ი ყველა იმ პირისთვის, ვინც დასაქმებულია, საჯარო თუ კერძო სექტორში, მაგრამ კითხვები ბევრია, პასუხები - ბუნდოვანი. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, ვინ შეამოწმებს დასაქმებულთა Green pass-ს?

იტალიური პრესის თანახმად, მთავრობის ოფიციალურ საიტზე „ყველაზე ხშირად დასმული კითხვებიდან“ ვიგებთ, რომ სხვადასხვა სექტორში კონტროლის სხვადასხვა რეგულაცია იმოქმედებს.

ამ შემთხვევაში, ყურადღება გავამახვილოთ შინამოსამსახურეების, მომვლელების (ბადანტეების), ძიძების კატეგორიაზე. როგორც ირკვევა Green pass-ის კონტროლის ვალდებულება, იმ ოჯახს ეკისრება, სადაც პირია დასაქმებული. მაგრამ როგორ გაკონტროლდება, თუ რამდენად იცავს აღნიშნულ რეგულაციას დამსაქმებელი ოჯახი, ცოტა ბურუსითაა მოცული, რადგან კარაბინერებს პირად საკუთრებაში, სახლის მეპატრონის თანხმობის გარეშე, შესვლის უფლება არ აქვთ. მეპატრონეს კი შეუძლია კარაბინერებს კარი საერთოდაც არ გაუღოს.

ახალ რეგულაციასთან წინააღმდეგობაში კიდევ ერთი საკითხი მოდის. მაშინ როდესაც „ბადანტე“ ვალდებულია იქონიოს Green pass-ი, შესაძლოა მოუწიოს ისეთ პირთან მუშაობა, რომელსაც მსგავსი სერტიფიკატი არ აქვს და მას კანონიც არ ავალდებულებს, თუ პენსიონერია, ან უბრალოდ არსადაა დასაქმებული.

ახალი რეგულაციებით, Green pass-ის გარეშე მუშაობა, ფულად ჯარიმასაც (600-დან 1500 ევრო) ითვალისწინებს როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებელი ოჯახისთვის. განმეორების შემთხვევაში, თანხა კიდევ უფრო იზრდება. არაოფიციალური მონაცემებით, იტალიაში ოჯახებში, 2 მილიონამდე პირი მუშაობს. აქედან მხოლოდ 900 ათასია ლეგალურად მცხოვრები და დასაქმებული და მათგან მხოლოდ 50% აცრილი. შესაბამისად, გასაკონტროლებლად, რაოდენობა საკმაოდ დიდია. საქმეს კიდევ უფრო ართულებს არალეგალურად მცხოვრები და დასაქმებული "ბადანტეებისა" და შინამოსამსახურეების კონტროლი, რადგან ისინი ოფიციალურად არსად ფიქსირდებიან. ლეგალურად დასაქმებულთა შემთხვევაში, ამ ეტაპზე ყველაზე მარტივი გამოსავალი INPS-ისა (სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი) და  ASUR-ის (ჯანმრთელობის ერთიანი რეგიონალური ორგანო) მონაცემების შედარებაა. შესაბამისმა ორგანოებმა შეუძლიათ შეადარონ INPS-ში დარეგისტრირებული სამუშაო კონტრაქტები ASUR-ის მონაცემებს, სადაც აღრიცხულია იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები თითოეული პირის მონაცემები ჯანდაცვის ფარგლებში.

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743856288

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სამთავრობო ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი და სწრაფი განვითარება

 სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა სამთავრობო ცვლილებებს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში ჟურნ...

ირკალი კობახიძე

1743854255

ახალი ამბები

პრემიერი: ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები

 ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში. პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1743854206

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში

 ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლ...

ირაკლი კობახიძე

1743854148

ახალი ამბები

პრემიერი: სულხან თამაზაშვილი ძალიან გამოცდილი კადრია, მან გამოავლინა, რომ წარმატებული მენეჯერია, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ის საუკეთესოდ გაუძღვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობას

 სულხან თამაზაშვილი არის ძალიან გამოცდილი კადრი და დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ის იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი, - განუცხადა პრემიერ-...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1743854091

ახალი ამბები

პრემიერი: ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, არავის უკვირს სპეკულაციები NGO-ებისგან

 ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, - განუცხადა საქართ...

ირაკლი კობახიძე