"ერთხელაც ვერ გადავდეთ ეს გასამრჯელო უკან დასაბრუნებელი ბილეთის შესაძენად!.."- ემიგრანტის წერილი
აი, უკვე ათი წელიწადი მიილია, რაც შენს მადლიან მიწაზე ფეხი აღარ დამიდგამს. სიზმარივით მახსოვს შენთან განშორება, თვითმფრინავის ფრთის ქვეშ მცირე ხნით გაელვებული კავკასიონის ჭაღარა შუბლი და ნაფლეთ-ლეგა ღრუბლებს მიღმა ჩაკარგული ჩემი მიწა-წყალი. იმ მერცხალივით გაგიფრინდი, გაზაფხულზე უკან დაბრუნებას რომ იმედოვნებდა...
მას შემდეგ ათმა გაზაფხულმა ააპატარძლა შენი ღვთაებრივი არემარე, მე კი "თბილ" ქვეყანას შემოვრჩი გაცივებული გულით და ცრემლად დაღვრილი მონატრებით. მივადგები ამ უკიდეგანო ზღვის ნაპირს და ჰორიზონტზე ჩადაისებულ მზის სხივებს ვატან შენთან ჯერაც შემორჩენილ სიყვარულის მალამოს, მაგ იარებზე სალბუნის დასადებად...
ვეძებთ შენი შვილები ამ უცხო გარემოში საქართველოს, მაგრამ შინ დაკარგულის გარეთ ძებნა ამაოა! უფალივით ერთი ყოფილხარ, ჩემო სამშობლოვ, ვერსად ვიხილეთ შენებრ ლამაზი მხარე ამ ცისქვეშეთში!..
რა გახდა ერთი ნაბიჯის გადმოდგმა შენკენ, რამ მიგვიბორკა ფეხები, რომ ვერა და ვერ გადავწყვიტეთ შენს წიაღში დაბრუნება(?!). აბა რა გითხრა, ზოგი რას ვიმიზეზებთ და ზოგი რას, შედეგად კი "საუცხოო" ტყვეებად ვრჩებით უსამშობლოდ ფრთამოტეხილნი. ან იქნებ მძევლები ვართ, ჩვენივე სისხლისა და ხორცისგან უსულგულოდ გამეტებულნი და მხოლოდ ღვთის წყალობის მოიმედენი...
როგორ ვცხოვრობთ? ვისაც გაგვიმართლა და სამუშაო ვიშოვეთ, სისხამზე ამ კატორღას მივაშურებთ, გვიანობამდე ვწვალობთ და ვჯახირობთ, ეგებ ორიოდე გროშით მეტი შევმატოთ ჩვენს უბადრუკ დანაზოგს. მერე ვბრუნდებით სახლებში ქანცგაწყვეტილნი, ხშირად უჭმელ-უსმელი მივეყრებით თვალის მოსატყუებლად და გათენებისას ისევ ვუბრუნდებით ამ მონოტონურ ყოფას. თვის ბოლოს მათხოვრულ გასამრჯელოს გვაძლევენ, ხელის კანკალით მივაწებებთ გროშზე გროშს, ათასჯერ გადავთვლით და გადავაწყობთ აქეთ-იქით, ეს ჩვენს ოჯახებსო, ეს - მევალეებსო, ეს - ბინის ქირაო... და ერთხელაც ვერ გადავდეთ ეს გასამრჯელო უკან დასაბრუნებელი ბილეთის შესაძენად!..
მეტი რაღა უნდა მომხდარიყო, იმ დღეს ერთ ქართველს მოხუცი დედა გარდაეცვალა საქართველოში, მეორეს - ძმა, მესამეს - მეუღლე... აქ იყო ტირილიც, გლოვაც და აღაპ-ქელეხიც, მაგრამ ის უკან გასამგზავრებელი ბილეთი მაინც აუღებელი დარჩა. გაგიგონიათ ამაზე მეტი უბედურება? ადამიანმა ვერ დაიტიროს საკუთარი სისხლი და ხორცი, ვერ დააყაროს გაცივებულ მკერდზე ალალი ცრემლი გამზრდელ დედას, რომელსაც შვილის გზას მიჩერებულს ამაოდ ამოუღამდა თვალები; ვერ დაიტირო მეუღლე - თანამეცხედრე, შენი სიყვარულის და ჭირ-ვარამის პირველი მოზიარე...
ყველა ქართველი უნდა დავაბრუნოთო, - ასე შეგვპირდნენ ხელისუფალნი... რომ დაბრუნდნენ, რას ჰპირდებით, რით დაზარდონ შვილები, რით გამოკვებონ და ასაზრდოონ?..
ბევრს დასაბრუნებელი ჭერიც აღარ აქვს, გაყიდეს და დააგირავეს სახლ-კარი "გამარტივებული" ვიზებისთვის ათასობით დოლარის გადასახდელად. ბევრი დღესაც ამ კაბალურ პროცენტებს იხდის გაუმაძღარი მევახშეების მუცლების ამოსაყორად და არც იციან, კიდევ რამდენი წლის ჯაფა დასჭირდებათ ვალების გასასტუმრებლად.
სულ მცირე იმედი მაინც რომ ბჟუტავდეს, რომ თუნდაც აქ მიღებული გასამრჯელოს მეოთხედს მაინც იშოვიდნენ საქართველოში, დიდი ხანია უმრავლესობა მანდ იქნებოდა. ყველამ ვიცით, რომ ტელევიზიით მოსმენილი წარმატებული ქართული ეკონომიკა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ლიდერობა ისე განსხვავდება სინამდვილისგან, როგორც ცა და დედამიწა. მანდ ხელისუფლების თვალით იზომება უზრუნველი ყოფის კრიტერიუმი, აქ კი ჩვენი დაწყვეტილი მკლავებითა და გაურკვეველი მომავლის შიშით.
შენ არ გემდურებით, ჩემო სამშობლოვ! პირიქით, შენ აქეთ გაქვს სასაყვედურო და სამდურავი ჩვენთან, რომ ასე სულთმობრძავი მიგატოვეთ, გაგექეცით და ჩვენი ძალა და ენერგია უცხოთა საქმეს გადავაყოლეთ. გვაპატიე და შეგვინდე ეს გაუცხოება...
მაგრამ გული არ გაგვციებია, მამულო, შენთვის მფეთქავი გული! შენი დარდი და სევდა სანთელივით გვადნობს და თუ რამე გვაძლებინებს, ისევ შენს მიწაზე ფეხის დაბიჯების ნატვრა-იმედი. მხოლოდ ჩვენი ცრემლით დასველებული სასთუმალია ამ სიყვარულის უტყვი მესაიდუმლე და კუთხეში სასოებით დაბრძანებული, ნუგეშით მზირალი ხატები... ჩვენ ტყვეები ვართ, "საუცხოო" ტყვეები, მაინც საქართველოს სიყვარულით ბორკილდადებულნი.
1714731134
ახალი ამბები„გვესმის ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს“ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დ...
1714730351
სოციალური მედია„მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს“ - თათია შარანგია
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას უცხადებს. „ჩემი აზრით არასწორია ხვიჩა კვარაცხელ...
1714728797
საზოგადოებალეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი დღეს 3 მაისს 84 წლის გახდა. გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 12-გზის გამარჯვებული და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია. გარდა ამისა, ის ექვსჯერ...
1714726694
ახალი ამბები„სკოლის ბოლო ზარი ჰქონდათ მალე...“ - ტრაგედია სვანეთში, ახალგაზრდები მანქანით მდინარე ენგურში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა
2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი, მაშველები სამ პირს ეძებენ. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში გვითხრეს, ამ დროისთვის სამი პირის სამძე...
1714724185
ახალი ამბები9 მაისთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ს...