„გჯერათ სასწაულების? – მე მჯერა დღეიდან..." - ნახეთ, რა შეემთხვა ახალგაზრდა ქალს თბილისში

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეონა კეკელიძე სტატუსს აქვეყნებს და იმ საინტერესო ისტორიის შესახებ წერს, რომელიც თბილისში გადახდა. 

„გჯერათ სასწაულების? ნიკოლოზ ნამგალაურის და ვახტანგ ქავჯარაძის წყალობით - მე მჯერა დღეიდან!

შემდეგი ამბავი დამემართა: მე და დედაჩემი ვიჯექით თბილისის ერთ-ერთ კაფეში, აბანოთუბნის რაიონში და იანდექს ტაქსი გამოვიძახეთ, რომ სახლში წავსულიყავით. ეს იყო ჩვეულებრივი თეთრი Toyota prius, ნომერი არ დამამახსოვრდა (მგონი, ასეთ ინფორმაციას თითქმის არავინ იმახსოვრებს). მან წაგვიყვანა სახლში (ვერაზე). სახლში რომ შევედი მივხვდი, რომ ჩემი ტელეფონი მანქანაში დარჩა....

დედაჩემის ტელეფონით ვეცადე დარეკვა Yandex– ის ცხელ ხაზზე (ინტერნეტში ვერ მოვძებნე, მხოლოდ მათი ერთი ოფისის ნომერი, საიდანაც ტელეფონი არავინ აიღო). შემდეგ კი 112-ს დავურეკე, და ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ მაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც ვხედავ, სად არის ჩემი ტელეფონი ამ წამს. მათ მხოლოდ მიპასუხეს რომ - ინფორმაცია მიღებულია - დაელოდეთ. მე ვკითხე: არ შეიძლება პატრულს სთხოვოთ, შეეცადონ მაგ მანქანის პოვნა და გაჩერება, რადგან ტაქსის მძღოლის ადგილმდებარეობა ვიცი?! მათ მიპასუხეს, რომ ამის გაკეთება არ შეუძლიათ.

პარალელურად ჩემს ტელეფონზე ვრეკავდი, მაგრამ ის ჩუმ-რეჟიმზე იყო და სავარაუდოდ მძღოლს არ ესმოდა.
გულში კი ვფიქრობდი: რა მოხდება, თუ არა პატიოსანი მგზავრი ჩაჯდა და ტელეფონი გამორთო და ჩუმად წაიღო?! სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო!!! საკმაოდ ძვირფასი ტელეფონია და თავის თავად შენახული ინფორმაცია.

მე და დედამ გადავწყვიტეთ რომ გავყოლილიყავით ტაქსისტს ლოკაციით, ჩვენი მანქანით. გზად მეგობარს ავუხსენი სიტუაცია და მან მომცა იდეა, რომ გამეჩერებინა საპატრულო მანქანა და დახმარება მეთხოვნა. საბედნიეროდ მე შემხვდნენ ძალიან მაგარი პოლიციის თანამშრომლები. ბატონ ნიკოლოზმა და ვახტანგიმ მომისმინეს და უყოყმანოდ გადაწყვიტეს, რომ უნდა მიშველონ.

მთხოვეს მათ მანქანაში ჩაჯდომა და ტაქსის მძღოლის გეოლოკაციის გასწვრივ წავედით. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიარეთ, რადგან უნდა დაეწია ტაქსისტისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო შორის ჩვენგან მიდიოდა. თავი ამერიკულ ფილმში ვიგრძენი, დევნა და მაგარი პოლიციელები. შედეგად ტაქსის მძღოლს დავეწიეთ, რომელიც სახეზე ვიცანი. პოლიციის თანამშრომლებმა სთხოვეს შეჩერება. რა თქმა უნდა, ტაქსის მგზავრმა ტელეფონი იპოვა და მძღოლს მისცა, მან კი ის ჩვენ დაგვიბრუნა. უბრალოდ თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო.

ბატონმა ნიკოლოზმა და ვახტანგმა გზაში დამამშვიდეს და თავაზიანად სახლამდე მიმაცილეს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ!

მათ არა მარტო ტელეფონი დამიბრუნეს, არამედ რწმენა კარგი და პატიოსანი ადამიანების მიმართ!

არც სელფზე არ მითხრეს უარი, თუმცა თავისუფლად შეეძლოთ უარი ეთქვათ დახმარებაზე და არ მოცდენილიყვნენ თავის საქმეს, რადგან მე განცხადება უკვე გაკეთებული მქონდა 112-ში, მაგრამ ისინი გულგრილი არ დარჩნენ რიგითი მოქალაქის პრობლემის მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოლიციას შეუძლია იამაყოს თავისი თანამშრომლებით და მოქალაქეებს ყოველთვის შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ პოლიციის! აი, ისეთი არაჩვეულებრივი ამბავი შემემთხვა, რომელიც ძალიან დიდხანს დამამახსოვრდება!P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია ქართულ ენაზე და ბოდიშს ვიხდი, შეცდომები თუ დავუშვი ტექსტში, მაგრამ იცოდეთ რომ გულით მინდოდა ამ ამბის მოყოლა! კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!!!!,“- წერს თეონა კეკელიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714759295

სოციალური მედია

„დასვენება მინდა, აწი თქვენ იბრძოლეთ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჩემთვის ძალიან სახიფათო ჩელენჯი წამოიწყეს - „სად იყავი ნაცების დროს". სანამ შემომიხტებით სჯობს თ...

ჟურნალისტი

1714755882

ახალი ამბები

რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში? - „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ტექსტს ავრცელებს

„ქართული ოცნება“ აქვეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სრულ ტექსტს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი და დასკვნები თავად გამოიტანოს. „ბოლო დღეებ...

პარტია "ქართული ოცნება"

1714755290

საზოგადოება

„უკრაინელია ჩემი ცოლი, ქართულად დაილაპარაკა, მაგრამ რუსული აქცენტით, ამ დროს დაიწყეს გინება“ - პროტესტის რამდენიმე მონაწილე მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს დაუპირისპირდა

2 მაისს, საღამოს საათებში, მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ნიკოლოზ გუდაძე Newshub.ge-სთან საუბარში ამბობს, მისი მეუღლე, იარუსლავა პოლიანსკავა გუდაძე ტვინის შერყევის დიაგნოზ...

მარჯანიშვილის ხიდი

1714752307

ახალი ამბები

დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი

„მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭ...

დავით კაჭარავა

1714749720

ახალი ამბები

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა - რომელია სწორი და რას ამბობს მამა შალვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორ...

კეკელია