იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები - ლელა კაკულია

„ევროპა და ამერიკა ძალიან მალე დაიღლებიან რუსეთის კაპრიზებით. აი მაშინ იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები“, - ამის შესახებ ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

„რუსეთს აუცილებლად გარიცხავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასე ვთქვათ, წონიანი, გავლენიანი ორგანიზაციებიდან!“ - ასე ბრძანა ქალბატონმა ლელამ 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც მისი საავტორო გაზეთის №66-ში გამოქვეყნდა და 2017 წელს გამოცემულ წიგნშიც შევიდა.

თუმცა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა ქალბატონმა ლელამ კიდევ უფრო ადრე იწინასწარმეტყველა.
მიმდინარე წლის 10 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთს არ სურს მონაწილეობა „ნატოსა და მისი მორჩილი მიმდევრის“, ევროკავშირის საქმიანობაში, რომელიც ევროსაბჭოს „დასავლური უპირატესობისა და ნარცისიზმის პლატფორმად“ გარდაქმნას ემსახურება, და ამიტომ კრემლმა ევროსაბჭოს დატოვება განიზრახა.

გუშინ კი, 15 მარტს, მოსკოვმა პათეტიკურად განაცხადა, რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვაო. სინამდვილეში კი ეს ევროსაბჭომ გარიცხა თავისი რიგებიდან რუსეთი და შტაბ-ბინის წინ აღმართული მისი სახელმწიფო დროშაც ოპერატიულად დაუშვა.

და ეს ყველაფერი არ არის: მოსკოვს კიდევ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიაბრძანებენ, როგორც ეს არაერთხელ იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წარსულში.

ქვემოთ ერთ ამონარიდს შეგახსენებთ - 13 წლის წინანდელს.

2009 წელი, 14 ივნისი

... რუსეთს საბოლოოდ აგრესორის სახელი ედება და ისინი ამას ვერ წაშლიან. ვხედავ, მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება მას, ვინაიდან რუსეთი თავხედურად ცდილობს ზეწოლას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და ასევე სხვა ევროპულ სახელმწიფოებზეც. არც გერმანიას მოერიდებიან. პირდაპირ განაცხადებენ, რომ ბერლინის კედელს ისევ ააშენებენ და არც არაფრის ეშინიათ, ევროპის აზრი არც აინტერესებთ.

ეს იქნება დიდი შოკი ევროპისთვის. რომელსაც უცებ დაავიწყდება საყვარელი სიტყვები: „მოლაპარაკებები“, „დიალოგი და მხოლოდ დიალოგი“ და იწყებს სანქციების გამოყენებას, რომლებიც ყველა პოლიტიკურ ზღვარს ცდება. აი აქ კი მართლა შეშინდება რუსეთის მთავრობა.

ევროპამ რუსების მიმართ სანქციები ბოლომდე არ გამოიყენა, როცა ეს უკანასკნელი საქართველოში შემოიჭრა. ჰოდა, იმის ხედვა, რასაც რუსეთი მომავალში მოუწყობს ევროპელებს და შესაბამისად, ევროპის პასუხიც, რომელიც რუსულ პოლიტიკას დიდ დარტყმას მიაყენებს, ძალიან მსიამოვნებს და მთავარი: თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და ანგარიშს არ გაუწევს ევროპას, ვხედავ, მას ევროსაბჭოდან გამოაგდებენ; დიახ, ხმის უფლებასაც ჩამოართმევენ და გამოაგდებენ კიდეც.  

ევროპა და ამერიკა ძალიან მალე დაიღლებიან რუსეთის კაპრიზებით. აი მაშინ იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები.

ასევე საინტერესოა:

🔵 არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი - გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის

🔵  ტყუილია და საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში - სალომე ზურაბიშვილი ლევან ნიკოლაიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

🔵 „ყველა ჩვენგანის უდიდესი ტკივილი ხარ თეა, ცრემლები გვახრჩობს“ - ავტოავარიას აჭარის განათლების პრესსამსახურის უფროსი ემსხვერპლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741095905

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1741095859

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...

ირაკლი კობახიძე

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი