მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის კაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის საქართველოს 35 მლნ აშშ დოლარი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის 35 მლნ აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფის გადაწყვეტილებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ worldbank.orgიუწყება.

გადაწყვეტილებას მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა. ის ენერგოსისტემების გაერთიანებას გზით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პროგრამა სახელწოდებით ESPIRE სამი ეტაპისგან შედგება. მისი პოტენციური დაფინანსების ოდენობა 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ თანხებით საქართველომ ინსტიტუციონალური პოტენციალი უნდა გააუმჯობესოს და წყალქვეშა კაბელების პროექტი შექმნას, გააძლიეროს ელექტროენერგიის გადაცემის შიდა ქსელი და სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის პირდაპირი ელექტროგადამცემი ხაზი შექმნას. გარდა ამისა, იგეგმება ინტერნეტ-კაბელის გაყვანაც, რომელიც ინტერნეტთან მიერთების ხარისხს გააუმჯობესებს და ფასს შეამცირებს, ასევე მთლიანად შავი ზღვის გავლით ციფრულ კავშირს გააუმჯობესებს.

მოსამზადებელი პროგრამა წინ უძღვის BSSC-ს პროექტს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს და რუმინეთს ერთმანეთთან დააკავშირებს.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ინიციატორი საქართველოა. ის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან დააკავშირებს. მსოფლიო ბანკის დაფინანსება არის ერთგვარი საფუძველი, რომელიც მთელი პროექტის განსახორციელებლად ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს,“- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თმით, BSSC საქართველოში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ინვესტიციებს ითვალისწინებს. ამ კაბელის გაყვანით საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხდება და ეს სამხრეთ კავკასიის და თავად ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს. ასევე განვითარდება განახლებადი ენერგიის სფერო და რეგიონებს შორის ტრანზიტული შესაძლებლობები გაიზრდება.

პროგრამა ESPIRE MPA არის მსოფლიო ბანკის Global Challenge-ის ჯგუფის პროექტების, „ენერგეტიკული ტრანსფორმაცია და ეფექტიანი წვდომის“ და „დიგიტალიზაციის აჩქარების“ ნაწილი. მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 2025-2029 წლებზე თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამა არსებობს, რომლის მიზანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის, კავშირის და ინტეგრაციის გაზრდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730985305

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7328 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1730981437

საზოგადოება

კომპანია Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია

ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარ...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1730981327

სოციალური მედია

ქეთევან ხატიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ქეთი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ერთად ვარჯიშობენ. გარდა ა...

ზოგადი

1730981136

მსოფლიო

როგორ აღნიშნა ციხეში დაბადების დღე Puff Daddy-მა - გავრცელდა მენიუს ფოტო

ცნობილმა რეპერმა Puff Daddy-მ 55 წლის იუბილე ციხეში აღნიშნა. მუსიკოსი და ყველაზე დიდი წვეულებების ავტორი, საკუთარ დაბადების დღეს ბრუკლინის იზოლატორში შეხვდა, ასევე უცხოურ მედიაში გავრცელდა ფოტო, თუ რო...

Puff Daddy

1730977746

სოციალური მედია

„მიყვარხარ“ – როგორ გამოიყურებოდნენ მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე ბავშვობაში

ლეგენდარული ფეხბურთელის, რეზი არველაძის ცოლი, დიზაინერი თეონა თავართქილაძე სოციალურ ქსელში საკულტო სილამაზის მქონე მოდელ მაკა ასათიანთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს.  „მიყვარხარ“, – წერ...

მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე