რომელ დღეებში არ უნდა მორთოთ ნაძვის ხე, თუ არ გსურთ, რომ საკუთარი ოცნებების ასრულებას ხელი შეუშალოთ

ნაძვის ხის მორთვას ბევრი ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და წინაასახალწლო რუტინის განუყოფელი ნაწილია. ზოგი ამ პროცესს ნოემბერში იწყებს, ზოგი დეკემბრის შუა რიცხვებს ირჩევს, ზოგსაც 31 დეკემბერს ურჩევნია.

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ნაძვის ხის მორთვა მზარდი მთვარის პერიოდს დავამთხვიოთ. ითვლება, რომ ეს დღეები თვის განმავლობაში ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერია. აღნიშნულ თარიღებში თუ ნაძვის ხეს მორთავთ, შეგიძლიათ, იფიქროთ იმ სურვილებსა და ოცნებებზე, რომელთა ასრულებაც 2025 წელს გინდათ.

ამავდროულად, დეკემბერში არის ენერგეტიკულად არც თუ ისე სასიამოვნო დღეები, როდესაც უმჯობესია, ნაძვის ხე არ მორთოთ:

18 დეკემბერი
 
ეს დღე გაწმენდისა და არასაჭირო ნივთებისგან თავის დაღწევის გარკვეულ რიტუალებთან - მაგალითად, დალაგებასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ჯობს, 18 დეკემბერი სახლის საფუძვლიანად დალაგებას მიუძღვნათ, გაიტანოთ ყველა მოძველებული, არასაჭირო ნივთი, ზედმეტი საგნები გადაყაროთ. ითვლება, რომ თუ 18 დეკემბერს ნაძვის ხეს მორთავთ, წარსულის პრობლემებს მომავალ წელშიც გადაიტანთ და ახალი ეტაპის დაწყება გაგიჭირდებათ. 

19 დეკემბერი

ჯობს, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. სახლში დადებითი ენერგია შეიტანოთ. ითვლება, რომ ნაძვის ხის მორთვა არც ამ დღესაა კარგი არჩევანი. უმჯობესია, ეს დრო თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს დაუთმოთ.

26 დეკემბერი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე ეჭვისა და გაურკვევლობის ენერგიითაა გაჯერებული. ითვლება, რომ თუ ამ დღეს ნაძვის ხეს მორთავთ, თქვენს სურვილებსა და განზრახვებში გაურკვევლობას მოიზიდავთ. 

29 დეკემბერი

29 დეკემბერს, როგორც წესი, ახალი წლის საღამოსთვის უკვე აქტიურად ემზადებიან. თუმცა, ითვლება, რომ აღნიშნულ დღეს თან სტაგნაციის ტალღაც ახლავს. ამიტომაც, ნაძვის ხის მორთვა კარგი იდეა არ არის. ამით შესაძლოა, საკუთარი ოცნებებისა თუ მიზნების ახდენას, რომლებზეც ფიქრობთ, ხელი შეუშალოთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1734760568

მსოფლიო

გერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...

საახალწლო ბაზრობაზე

1734725129

ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1734720482

ჰოროსკოპი

„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...

ეზოტერიკოსი

1734719150

საზოგადოება

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1734716701

სოციალური მედია

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...

ნანუკა გოგიჩაიშვილი