„სანამ ამერიკა და ევროპა რამეს მოიფიქრებენ, ქართველებს ის უკვე მოფიქრებული აქვთ საუკუნეების წინ“ - ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, ხშირად ქვეყნდება მისი წინასწარმეტყველებებიდან ამონარიდები.

გთავაზობთ 2012 წლით დათარიღებულ, სხვადასხვა წინასწარმეტყველებებს, რომელიც საქართველოს დღევანდელ პროცესებს ასახავს. 

„2012 წელი, 7 ივლისი

საქართველო და ქართველი ხალხი არ არის ხელწამოსაკრავი. სანამ ამერიკა და ევროპა რამეს მოიფიქრებენ, ქართველებს ის უკვე მოფიქრებული აქვთ საუკუნეების წინ.

მხოლოდ ხანდახან, დროის რომელიღაც მონაკვეთში, ძალა აღმართს ხნავს. მაგრამ საქართველოში მოდის ძალა, რომელიც ერთდროულად აღმართსაც მოხნავს და დაღმართსაც.

საქართველოს მომავალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წამყვანი ქვეყნების გვერდით...

ქართველ პოლიტიკოსებს მხოლოდ სამ სიტყვას ვეტყოდი: ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!

2012 წელი, 22 ივლისი

საქართველო მომავალში ძლიერი და ანგრიშგასაწევი ქვეყანაა, ასევე ევროპის ნაწილი, დაბრუნებული ტერიტორიებით — აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, მერე კი იმ ტერიტორიებით, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს [უფრო ადრე] აქვთ მითვისებული. მათი დაბრუნების დროც დადგება.

2013 წელი, 19 მარტი

რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს, ვითომ საქართველოს რუსეთი სჭირდება (და კიდევ უამრავ რამეს იძახიან) და ამით ცდილობს მსოფლიოს დაანახვოს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიიწევს და არა ევროპა-ამერიკისკენ.

<...> მაგრამ ნატოშიც შევდივართ და ევროკავშირშიც. ამას სიამოვნებით ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ საქართველოს მტრების გულის გასახეთქად მანამ, სანამ არ შევალთ.

იცოდეთ, დედამიწაზე ორი ადამიანიც რომ დარჩეს, ერთი აუცილებლად ქართველი იქნება; ერთი სახელმწიფოც რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება!“, - აღნიშნავს ლელა კაკულია მის წინასწარმეტყველებებში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730036874

საინტერესო ამბები

„არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე პურის ბოლომდე შეუჭმელი ნაჭრები“ - ვანგას რჩევები სახლში ბარაქის მოსაზიდად

ცნობილ ბულგარელ ნათელმხილველს ვანგას ჰქონდა საკუთარი წესები, რომლებიც ფულისა და ბარაქის სახლში მოზიდვას უკავშირდება.  გთავაზობთ 7 რჩევას ვანგასგან, რომელსაც ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის ვანგა თა...

ააა

1730031044

ახალი ამბები

„არჩევნების დღეს ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული“ - ეუთო-ს კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

„არჩევნების დღეს ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული, პროცესი იყო უკვე კარგად ადმინისტრირებული და აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექ...

პასკალ ალიზარდ

1730027206

საზოგადოება

„საქართველოს სიამაყე...“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად ილია თოფურიას ბრძოლას დაესწრო

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. შემდეგ კი, უამრავი პროე...

 რუსკა ქარქაშაძე

1730022540

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ეს დღე ქორწინებისთვის, შენაძენებისთვის და ახალი საქმის დაწყებისთვის“- 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 27 ოქტომბრის შესახებ საუბრობს.  „მთვარე ქ...

ხათუნა ნოელი

1730021555

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ „Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „Pro V&V”-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა. შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცენტრალურ...

საარჩევნო ადმინისტრაცია