ცილა, რომელიც მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კიბოების 75%-ს ეხმარება გავრცელებაში მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, მეცნიერებმა დაბლოკეს

ცილა, სახელად MYC, ჯანმრთელი უჯრედის აქტივობის ნაწილია, მაგრამ როდესაც კიბო ვითარდება, ის მწყობრიდან გამოდის — იშლება მისი ნორმალური, ფრთხილი მაკონტროლებლის როლი და კიბოს გავრცელებაში ეხმარება. მეცნიერებმა სავარაუდოდ იპოვეს გზა, რომ ასე აღარ მოხდეს. 

MYC-ის შეკავების პრობლემა ნაწილობრივ ის არის, რომ ის უფორმო ცილაა, არ გააჩნია სტრუქტურა, რომლის მიზანში ამოღებაც იქნებოდა შესაძლებელი. ეს კი პრეპარატებს MYC-ის ეფექტიან იდენტიფიცირებას ურთულებს, რათა ის ნორმალურად ქცევის ჩარჩოში დააბრუნონ.

თუმცა, რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCR) მკვლევართა ჯგუფმა შექმნა პეპტიდური ნაერთი, რომელსაც შეუძლია MYC-თან დაკავშირება და ურთიერთქმედება, რათა ის კონტროლქვეშ დააბრუნოს.

„MYC ნაკლებად ჰგავს კიბოს უჯრედების საკვებს, ის უფრო სტეროიდს ჰგავს, რომელიც კიბოს სწრაფად ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის MYC ადამიანის კიბოს შემთხვევათა 75-ში დამნაშავე. ნორმალურ მდგომარეობაში, MYC-ის აქტივობა მკაცრად კონტროლირებადია. კიბოს უჯრედებში კი ის ჰიპერაქტიური ხდება და სათანადოდ აღარ რეგულირდება“, — ამბობს რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი მინ სუე.

მკვლევრებმა MYC-ის მცირე ოდენობის სტრუქტურათა შესწავლა შეძლეს, რათა შეედგინათ იმ პეპტიდთა ბიბლიოთეკა, რომლებსაც ამ სტრუქტურასთან შეჭიდება უნდა შეეძლოთ. ერთი პეპტიდი, სახელად NT-B2R, განსაკუთრებით დახელოვნებული აღმოჩნდა MYC-ის გამორთვაში. 

ტესტში, რომელშიც ადამიანის თავის ტვინის კიბოს უჯრედების კულტურა გამოიყენეს, NT-B2R-მა წარმატებით შებოჭა MYC-ი, შეცვალა მისი მრავალი გენის მიერ უჯრედების რეგულირების გზა და საბოლოოდ, შეამცირა კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმი და სწრაფი გამრავლება (პროლიფერაცია). ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, ვიღაცას რომ ხელები ზურგს უკან შეუკრა და მან ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლოს.

ამ გარღვევის მთავარი ნაწილი იყო ამავე ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ ჩატარებული წინა კვლევა, რომელშიც დაადგინეს, რომ პეპტიდების სტრუქტურისა და ფორმის შეცვლის შედეგად, ეს მოლეკულები უკეთესად ურთიერთქმედებენ ისეთ უფორმო ცილებთან, როგორიც არის MYC.

„პეპტიდებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ფორმა და პოზიცია. როგორც კი მოხრით და შეაერთებთ, რათა რგოლები წარმოქმნან, სხვა შესაძლო ფორმებს ვეღარ იღებენ, ამიტომ, ამის შემდეგ მათ შემთხვევითობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, რაც ხელს უწყობს ცილების შებოჭვას“, — განმარტავს სუე. 

მისი განცხადებით, მათ ამ პეპტიდების შებოჭვის უნარი წინა ვერსიებთან შედარებით ორჯერ გააუმჯობესეს, რამაც ის პრეპარატების შექმნის მიზანთან უფრო ახლოს მიიყვანა.

ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ადრეული შედეგები უკვე იმედის მომცემია. ზუსტად ახლა, პეპტიდების მიწოდება ცხიმოვანი სფეროების, იგივე ლიპიდური ნანონაწილაკების მეშვეობით ხდება, რომლებიც ნამდვილად არაა ხელსაყრელი პრეპარატების მისაწოდებლად. შესაბამისად, საჭიროა ამის შეცვლა.

ასევე საჭიროა მკაცრი ტესტირების ჩატარება ადამიანებზე. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ვიპოვეთ მეთოდი, თუ როგორ შევაჩეროთ ერთ-ერთი ის გზა, რომლითაც კიბო ჯანსაღ ბიოლოგიურ პროცესებს ეუფლება და სათავისოდ იყენებს გადასარჩენად.

„არსებითად, MYC წარმოადგენს ქაოსს, რადგან არ აქვს სტრუქტურა. ის და მისი პირდაპირი გავლენა მრავალი ტიპის კიბოზე, ნამდვილი წმინდა გრაალია კიბის წამლის შესაქმნელად. წარმოუდგენლად აღელვებული ვართ, რომ ის უკვე ჩვენს ხელთაა“, — ამბობს სუე.

წყარო: პირველი არხი 1tv.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714749720

ახალი ამბები

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა - რომელია სწორი და რას ამბობს მამა შალვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორ...

კეკელია

1714747782

სოციალური მედია

„საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა“ - გიორგი ჩაკვეტაძე

„მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500-კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის - საქართველოს წინააღმ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714745217

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე.  ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა. „ექსკლუზივი“ მომხდარზე მეტ დეტალს შსს-ში არკვევს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

1714744140

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.6797 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8777 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.86...

ზოგადი

1714738249

საინტერესო ამბები

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია? რისი სიმბოლოა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

აღდგომა ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი, 40-დღიანი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრი...

პასკა