დიახ! ჩვენ შემოვიერთებთ საინგილოს და დავიბრუნებთ სოჭს. დაუჯერებელია? - წინასწარმეტყველი ლელა კაკულია

ლელა კაკულიასთან ინტერვიუს ამონარიდები არქივიდან: რუბრიკა „...და მე გეტყვით თქვენ“
__ თქვენი სატელევიზიო გამოსვლა საზოგადოებაში დიდი მსჯელობის საგნად იქცა. ადამიანები აღფრთოვანებას ვერ მალავენ მოსმენილისა და ნანახის გამო. ამბობენ, რომ ეს იყო ძალზე შთამბეჭდავი და დამაჯერებელი გამოსვლა; რომ ეს იყო ბოლო წლებში მოსმენილი ყველაზე იმედიანი და, რაც მთავარია, სარწმუნო სიტყვები.
— მართლაც უამრავმა აღფრთოვანებულმა ადამიანმა დამირეკა. ზოგი მათგანი სიხარულისგან ტიროდა კიდეც. ისინი მადლობას მიხდიდნენ, რომ „დუმილი დავარღვიე“ და პირადად, ხმამაღლა ვთქვი ის, რასაც უფლის ნებითა და განგებულებით ვხედავ. ჩემი ნათქვამი სწორედ ამიტომ იყო დამაჯერებელი და სარწმუნო, ამიტომ იყო ასე შთამბეჭდავი.
__ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივამ. მართალია, ჩვენ გამუდმებით გვესმის ლოზუნგები და დაპირებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამ დაპირებისა არ ეჯერა. თქვენ კი დაგიჯერეს.
— ჩემო საყვარელო ქართველებო, ჩემო ხალხო! ჩემი სატელევიზიო გამოსვლა სწორედ თქვენს გამხნევებას ისახავდა მიზნად. კიდევ ერთხელ გეტყვით: საქართველო გამთლიანდება და ამას ჩვენ ყველანი მალე ვიხილავთ საკუთარი თვალით. ჩემი გამწარებული და გაწამებული ლტოლვილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. გჯეროდეთ და გწამდეთ ამისა. ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, უფლის უზენაესი ნებაა და აღსრულდება წინასწარმეტყველება.
აქვე მინდა განსაკუთრებულად გავაფრთხილო გალის მოსახლეობა. გახსოვდეთ, აუცილებლად დაბრუნდით გალში. ვხედავ, რომ ზოგი თქვენგანი უარს იტყვის აფხაზეთში წასვლაზე და იცოდეთ, ეს უგუნურება უფლისაგან დაისჯება.
___ საქართველო კიდევ უფრო ადრე დაკარგულ მიწებსაც იბრუნებსო, ბრძანეთ.
___ დიახ! ჩვენ შემოვიერთებთ საინგილოს და დავიბრუნებთ სოჭს. დაუჯერებელია? დრო მოვა და ყველა ურწმუნო ქედს მოიდრეკს ჩემი წინასწარმეტყველებების წინაშე.
__ ქალბატონო ლელა, ვიცი, რომ არ გიყვართ პასუხის გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ თქვენს ფენომენში და ცდილობენ, სუსტი წერტილი მოუნახონ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს; არც ისეთებს გამოხმაურებიხართ, რომლებიც უბოდიშოდ ითვისებენ რამდენიმე წლის წინ პრესაში გამოქვეყნებულ თქვენ ხედვებს; მაგრამ იქნებ ახლა ორიოდ სიტყვა მაინც მითხრათ წარსულში ქართული პრესის ლიდერად მიჩნეული გაზეთის შვილობილ გამოცემაში დაბეჭდილ იმ უარყოფით წერილზე, რომელიც თქვენს სატელევიზიო გამოსვლას მოჰყვა.
— მე არც პასუხს გავცემ მათ და არც არავის დარწმუნებას შევეცდები. ყველაზე კარგი მსაჯული ხალხია და ის თავად გამოიტანს დასკვნას — ვინ ყალბია და ვინ — ჭეშმარიტი, ვინ — სიკეთის მსახური და ვინ — ბოროტისა.
ჩემი საქართველოს, ჩემი ქართველების სიყვარულს, მათზე ფიქრსა და ზრუნვას კი ვერავინ დამიშლის. მე თითოეული ქართველის გულში ჩავიხედე და იქ იმედის მარცვალი ჩავდე, რწმენის ნაპერწკალი კიდევ უფრო გავაღვივე და სიხარულით ავავსე ასობით ათასი ადამიანი. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი და ამიტომ სრულიად არ მაინტერესებს, რას დაწერს ერთი, არცთუ კარგი რეპუტაციის გაზეთის, ასევე არცთუ კარგი რეპუტაციის ჟურნალისტი. წერილის ავტორი „გუშინდელი ბიჭი“ არ არის; ის კარგა ხანია, ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ... რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სწორედ ასეთებმა მოკვეთეს მკლავი სვეტიცხოვლის ამგებს, რატომ კარგი აგიგიაო!
უფალი ყველას თავისას მიუზღავს. გარდა იმისა, რომ მე ამისა მწამს და მჯერა, ვხედავ კიდეც! ყველაფერს ვხედავ!!!
გული არ მითმენს, არ გავაფრთხილო და რჩევა არ მივცე წერილის ავტორს: მართალია, ფსევდონიმს ამოეფარეთ, მაგრამ კარგად ვიცი თქვენი ნამდვილი გვარ-სახელი და სრულიად არ გამჭირვებია დამენახა თქვენი ცხოვრება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვით უყურებთ ჩემს ხედვებს, მაინც გეტყვით: ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კერძოდ კი, მხედველობას. მომავალში ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები გექნებათ.
__დაბოლოს, თქვენ ერთგან წერთ: ჩემი წინასწარმეტყველებები მთელ მსოფლიოს მოივლის და გააოცებს, ყველაფერი კი დაიწყება ამერიკიდანო...
__დიახ, ამერიკიდან და შემდეგ რუსეთიდან. ამ ქვეყნების მომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები რეგულარულად ეგზავნებოდა ადგილობრივ მასმედიას, მათ მთავრობებს, პრეზიდენტების სამდივნოებს და სპეცსამსახურებს. ასე რომ, იქ კარგად მიცნობენ და დაკვირვებითაც სწავლობენ ჩემს გზავნილებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა სარფის საბაჟოზე - მესაზღვრეებმა ერთი პირი დააკავეს
🔵🆘საგანგაშო სტატისტიკა - 2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...