გახარიამ მართა პანდემია, ღარიბაშვილმა - ვერა, აღარ უსმენს პროფესიონალებს - ნათია მეზვრიშვილი
პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, გიორგი გახარიამ მოახერხა პანდემიის მართვა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა-ვერა.
ნათია მეზვრიშვილი, ხელისუფლებას მიდგომებს უწუნებს და ამბობს, რომ ის სისტემური უნდა იყოს.
„კოვიდს მინდა შევეხო – 14 500 გარდაცვალების შემთხვევა, უამრავი სიტუაცია და დამალული ხელისუფლება. არ მახსენდება ბოლოს როდის გამოვიდა ბატონი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობს უწყებათაშორის საბჭოს, ძალიან მარტივია ასე პასუხისმგებლობის გადატანა, ეპიდემიოლოგებზე, ექიმებზე. ვერ მართეს და ვერ მართავენ. შეატოვეს ეპიდემიოლოგებს. ვერ მართეს. გახარიამ მართა, გახარია რომ იყო, განა მართეს, გახარიამ მართა, გახარია უსმენდა ეპიდემიოლოგებს პროფესიონალებს, ეს ადამიანები აღარ უსმენენ პროფესიონალებს, იღებენ პოპულისტურ გადაწყვეტილებებს. მე ძალიან ვწუხვარ, რა მდგომარეობაშიც ვხედავ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ამ ადამიანების მხრებზე გადადის ეს ყველაფერი. საზღვრები გახსნეს, არ ვარ საზღვრების გახსნის წინააღმდეგი, მაგრამ გახსნეს ალოგიკურად, მათ შორის, წითელი ზონის ქვეყნებთან, ყველა ფილტრი მოხსნეს, დისტანციური მუშაობა აღადგინეს საჯარო, კერძო სექტორში, პირბადის ტარების უწყინარი რეგულაცია მოხსნეს, მერე მიხვდნენ რომ სისულელე იყო და აღადგინეს და ასეთი უამრავი. ვაქცინაციის ეფექტიანი კამპანია არ უწარმოებიათ, აღარაფერს ვლაპარაკობ მწვანე პასპორტების გაცემის წინაპირობაზე, კოვიდგადატანილებზე ამ პასპორტების უვადოდ მიცემა, როცა რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში. ხელისუფლება არის დამალული, თუ გამოდიან და რამეს ამბობენ, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებს“,-განაცხადა „ტვ პირველთან“ საუბარში, ნათია მეზვრიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რას ამბობს ნოსტრადამუსი პუტინზე? ანუ აპოკალიფსის ბოროტების იმპერიის, უკანასკნელი იმპერატორი
1730814455
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1730810085
საზოგადოება🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები
ჯდომის ძალიან ბევრი მანერა არსებობს, მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა ფეხი ფეხზე გადადებული ზის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პოზაა, თუმცა არა სასარგებლო, რადგან ეს არ არის ფიზიოლოგიური. ამ დროს არ...
1730808526
საზოგადოებათბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიამოვნო სიახლეს აზიარებს, სადაც ვკითხულობთ რომ თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს და სამყაროს პატარა ვარდისფერ ლოყები...
1730804369
საინტერესო ამბები„წითურები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან“ - საინტერესო ფაქტები ჟღალთმიანებზე, რომელთა დღეც 5 ნოემბერს აღინიშნება
5 ნოემბერი წითელ თმიანი ადამიანების საერთაშორისო დღეა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. „გიყვარდეს შენი წითური თმა“ - ეს დღე ადამიანებს ჟღალი ადამიანების არსებობას ახსენებს და იმას, რომ მათი გარ...
1730802373
ჰოროსკოპი„უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 5 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...