ირაკლი კობახიძე: ვიმეორებთ, საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია და ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე  განაცხადა.

„ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს„, - თქვა მან ბრიფინგზე.

კობახიძემ ნაციონალური მოძრაობა სანქციების დაწესებაზე ფარულ აგიტაციაში დაადანაშაულა.

„როგორც ცნობილია, „ომის პარტია“, ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ დაუწესებია, მათ შორის არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას.

„უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.

მოვუწოდებთ „ომის პარტიას“, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად,  ღიად ისაუბრონ ამაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 გადაცემა "ნინას ესპრესოს" სტუმარი - ემიგრანტი ჟურნალისტი მაია ხომერიკი

🔵 ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 10 767 ბავშვი დაიბადა და 10 683 წყვილი დაქორწინდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737123834

ახალი ამბები

გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა

გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა. როგორც „მოზაიკა“ წერს, დაღუპული დარაჯად მუშაობდა. კაცს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობე...

ხანძრის ლიკვიდირება

1737121082

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია

„დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდ...

ირაკლი კობახიძე

1737119604

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8412 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა

1737117669

მსოფლიო

ავსტრალიაში ქალმა 1 წლის შვილი განზრახ მოწამლა და ფულის გამოძალვის მიზნით, მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, ქალს ბრალი წაუყენეს შვილის განზრახ მოწამვლისა და ფულის გამოძალვის მიზნით, მისი ტანჯვის ამსახველი ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ CNN წერს. 34 წლის...

 1 წლის შვილი გ

1737115968

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ზვიად გამსახურდიას 1991 წლის ინტერვიუს აქვეყნებს: „დიდ საქმეს თან ახლავს ღალატი, ბევრჯერ მინახავს ადამიანური სისუსტეები“

„ზვიადის ინტერვიუ მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც 1991 წელს მისცა „ამერიკის ხმას“. საკმაოდ დამაფიქრებელი და ღრმაა, როგორც იმ დროისთვის, ისე დღევანდელობისთვისაც. ჭეშმარიტი, ქართველი პოლიტიკოსის ხედვა და ში...

გიორგი გამსახურდია