სოზარ სუბარი საამიროების ინვესტიციაზე: ასეთი კომპანიის შემოსვლას მოჰყვება სხვა ინვესტიციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები გენდობიან, ქვეყანაში არეულობის არ ეშინიათ და იციან, რომ ყველაფერი სტაბილურად იქნება
„2025 წელი ეკონომიკურად იქნება კიდევ უფრო წელში გამართული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მცდელობა, ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას, მიზანს ვერ მიაღწევს.
სუბარის თქმით, მართალია, ძალადობრივმა აქციებმა გამოიწვია ეკონომიკური ზრდის დაახლოებით ერთთვიანი შეფერხება, მაგრამ, მიუხედავად მცირეხნიანი რყევისა, საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
„ოპოზიციამ მცირეხნიან რყევას მართლაც მიაღწია ეკონომიკაში, როდესაც ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ნოემბერში 7,5 პროცენტი იყო. დეკემბერში ეს ციფრი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაბალი იქნება - ამას აჩვენებს მონაცემები და ორ დღეში ალბათ გამოქვეყნება კიდევაც.
თუმცა, ეს არის მცირეხნიანი რყევა. მთლიანობაში შარშანდელი წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9 პროცენტი იქნება, რაც ყველაზე მაღალია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთლიანად ევრაზიის კონტინენტზე და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალია. იანვრიდან უკვე იგრძნობა, რომ ეს დროებითი შეფერხება გადალახულია და ეკონომიკური ზრდა ისევ ჩადგება იმ კალაპოტში, რომელსაც შეჩვეული ვიყავით ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
ასე რომ, საქართველო 2025 წელს ეკონომიკურად იქნება კიდევ უფრო წელში გამართული. ამას ის ის ექვსმილიარდიანი ინვესტიციაც შეუწყობს ხელს, რომელსაც პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
გარდა იმისა, რომ ექვსი მილიარდი დოლარი დიდი თანხაა საქართველოსნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ასეთი კომპანიის შემოსვლას მოჰყვება სხვა ინვესტიციები, რადგან ასეთი ინვესტიცია ნიშნავს, რომ ინვესტორი გენდობა, მას ქვეყანაში არეულობის არ ეშინია და იცის, რომ ყველაფერი სტაბილურად იქნება. ეს არის ის, რაც ხვალ საქართველოს გახდის უფრო ძლიერს, უფრო სუვერენულს, უფრო დამოუკიდებელს და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ გაცილებით მაღალი შემოსავლები, ვიდრე აქვთ დღეს. სულ რაღაც ორი-სამი წელი დასჭირდება ამ ამოცანების შესრულებას“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1738256000
სპორტიფიგურული ციგურაობა - ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე მეორე ადგილზეა
ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ქართველი ნიკა ეგაძე ასპარეზობს, რომელმაც მოკლე პროგრამა საკმაოდ მაღალი შეფასებით 91.94 ქულით დასრულა, მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მე...
1738253272
საქართველოთბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვ...
1738253155
სპორტილიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „რეიმსთან“ სადებიუტო მატჩში შესრულებული საგოლე პასი ქართველს ლიგა 1-ის ვებგვერდის ვერსიით ტურის სიმბო...
1738248558
საქართველოგამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს
გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...
1738247180
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...