ამასობაში, ღარიბაშვილიც შედგომია ნაცმოს მოლიპულ გზას პოპულისტული პროპაგანდით - სოფო ხორგუანი

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით.
ხორგუანი წერს, რომ თურქული მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით განცხადებები პოპულისტურია, ჯანდაცვის სისტემას კი, ძირეული რეფორმას სჭირდება.
“ამასობაში, ღარიბაშვილიც შედგომია ნაცმოს მოლიპულ გზას პოპულისტული პროპაგანდით, თურქულ ბაზარს ვხსნიო.
თურქული წამალი ახლაც იყიდება ჩვენთან, იყიდება ევროპისთვის შეფუთული და ავტორიზებული. თურქეთში თურქული თურქეთისათვის სუბსიდირებულად წარმოებული წამალია იაფი. ამისთვის თუ ხსნის ბაზარს, ეგ ცოტა ხნის წინ სცადა ალიევმა აზერბაიჯანში და მალევე შეწყვიტა, უხარისხო და ფალსიფიცირებული წამლისგან ვერ იცავდა ბაზარს და შესაბამისად, მოსახლეობას.
მოკლედ, ჯანდაცვის სისტემას რეფორმირება სჭირდება კაპიტალური, სიღრმისეული, თანმიმდევრული, დროში გაწერილი და გააზრებული. და არა ეს იაფფასიანი კოსმეტიკით მიფერუმარილება.
p.s. მრჩევლებმა უთხარით პრემიერს, პოპულიზმით წარმატებამ მოკლევადიანი ეიფორიის მერე რთული ნაბახუსევი იცის, როგორც ყველა ტყუილმა და მავნებლობამ.
p.p.s. ევროპა, ევროკავშირი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ევროპული ცხოვრების სტანდარტის გამო გვინდა, რაც მეტ უსაფრთხოებას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას გულისხმობს“,-წერს, სოფო ხორგუანი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აპირებენ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის გახსნას თურქეთიდან ჩატანილი მედიკამენტებისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შოკისმომგვრელი კადრები - დედამ ახალშობილი ნაგვის ბუნკერში ჩააგდო (ვიდეო ) შემთხვევა მექსიკაში მოხდა
🔵ესპანეთის პრემიერი კორონავირუსის ჩვეულებრივ გრიპად აღიარებას ითხოვს
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...
1741963658
საზოგადოებარატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...
1741961295
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები
საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკ...