„ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ“ - გოგა მანია მოწამვლის მცდელობაზე ალაპარაკდა

ხშირად ადამიანებს სიყვარულსა თუ ფინანსურ სფეროში არ უმართლებთ. როგორც ეზოტერიკოსი გოგა მანია „თბილისელებთან“ ამბობს, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ის ნივთები და სამკაულები იყოს, რასაც ვატარებთ ან ნივთები, რასაც საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს ვჩუქნით. 

– გოგა, რა ბლოკავს სიყვარულის ენერგიას?

– ხშირად მინახავს სახლებში სპილოს ფიგურა. ეს ძალიან ძლიერი ენერგეტიკის მქონე ნივთია, მაგრამ სახლში ის სასიყვარულო ენერგიის დაბლოკვას იწვევს, ოფისში კი მისი დადგმა ძალიან კარგია და ფინანსური კუთხით დიდი წარმატების მომტანი. აქლემის ფიგურა სახლში ხვავისა და ბარაქის მომტანია. ასევე, კარგია ბაყაყის ფიგურა და ციტრინის ქვა. თუ ციტრინის ქვის პატარა ნატეხს საფულეში ჩადებთ, ფინანსური წარმატება გარდაუვალი იქნება. და თუ ფულს სახლში ინახავთ, ციტრინის ქვა იქაც დადეთ და ფული გაორმაგდება. მას უდიდესი ენერგია აქვს. ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ. ადრე მეფეებს საცავებში, სადაც განძს ინახავდნენ, ციტრინის ქვაც ჰქონდათ.

– თქვი, თავად ვატარებ დამცავ ქვებს, როგორც თილისმებსო. გარკვეული ხნის წინ შენი მოწამვლა სცადეს. მიგაჩნია, რომ თუ არა ეს დაცვის სისტემა, შესაძლოა, ეს ამბავი სავალალოდ დასრულებულიყო?

– დიახ, თურქეთში ყოფნის დროს, ვითომ მეგობრებმა, თურქებმა და მათ შორის ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა ქართველმა, მომწამლეს. ბევრმა მითხრა: ხომ ეზოტერიკოსი ხარ, წინასწარმეტყველი და არ შეგეძლო ეს ფაქტი თავიდან აგერიდებინაო? დიდი იმედი მქონდა, ავირიდებდი, მაგრამ ისეთ სიტუაციაში მოვხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ. თუმცა, სამყაროს წინააღმდეგ ვერ წახვალ. მე ეს დავუშვი, რადგან ის რომ ამერიდებინა, სხვა რაიმე შემემთხვეოდა, რაზედაც ინფორმაცია არ მქონდა. შესაბამისად, ბოლომდე მივენდე სამყაროს და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. საქმიან შეხვედრაზე რძიანი ყავა მომართვეს, რომელშიც საწამლავი იყო გარეული და მოვიწამლე. ცუდად გავხდი, ძილი მომერია, ძალა წამერთვა, ხელ-ფეხი დამიბუჟდა, ვერ ვამოძრავებდი, წნევა დამივარდა... თავად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. რთული დღეები და ჯოჯოხეთი გამოვიარე, მაგრამ გადავრჩი.

– რის გამო სცადეს შენი ამ დღეში ჩაგდება?

– ეს თემა ტაბუდადებული მაქვს, არ მსურს საუბარი. მინდა, გითხრათ, მაქვს ძალა და შემეძლო, ისინი გარკვეული რიტუალით დამესაჯა, მაგრამ არ ვიკადრე და არ ვაკადრე ეს საკუთარ თავს. მე რომ კარგად ვარ, ესაა ჩემი მათდამი პასუხი. ძალადობას, ძალადობით არ ვპასუხობ, კარმა არსებობს და ყველას მოეთხოვება, როგორც ზედმეტი სიკეთისთვის, ისე ზედმეტი ბოროტებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე