ასეთი იყო სამშობლოსთან შეხვედრა, წასვლიდან ოცი წლის შემდეგ - რატომ ვერაფერს მივაღწიე ამ ქვეყანაში

თვრამეტი წლის წავედი საქართველოდან, იმიტომ რომ რაზეც მე მინდოდა ჩაბარება, ფულის გარეშე არ გამოვიდოდა და არც დიდი და არც პატარა ფული, ჩვენ არ გვქონდა. თუმცა იმ სპეციალობაზე მოსკოვშიც ვერ ჩავაბარე, ოქროს მედალოსანი ვიყავი და ერთი გამოცდის, ერთი ხუთიანის იმედი მქონდა. - წერს, ყოფილი მილიონერი, რამდენიმე საავტორო წიგნის ავტორი, თემურ კილაძე და მკითხველს საკუთარი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდის შესახებ უყვება.
„ოთხიანი მივიღე და მერე მოვეწყვე სულ სხვა სპეციალობაზე, ნავთობის და გაზის ტექნოლოგიებზე. ამასობაში ბევრი დრო გავიდა და მოვიდა 1988 წელი, 40 წლის არ ვარ, მაცვია თეთრი საბოები, თეთრი ჯინსები, ჭრელაჭრულა პერანგი და კისერზე ჭრელაჭრულა ყელსაბამი და იცით ვინ ვარ? დოქტორი, პროფესორი, კათედრის გამგე და 100 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ზოგი მათგანი საზღვარგარეთაცაა დაბეჭდილი. მაშინდელი საზღვარგარეთი იყო უნგრეთი და პოლონეთი, მაგრამ მაინც არ იფიქროთ ახლა ლექციებს ასე ატარებდაო, არა ლექციებზე ნამდვილად ნორმალურად ჩაცმული დავდიოდი.
მოკლედ ისე ვარ გაბერილი თვითკმაყოფილებისგან, როდის გავსკდები არავინ იცის! და რატომ არ უნდა ვიყო? ცალი ფეხით ვაღებ რაიკომის მდივნების კარებებს, როცა ცეხის უფროსს, ინჟინრებზე ლაპარაკიც ზედმეტია, აქვს ხელფასი 180 მანეთი,მე მაქვს 575, დღესაც მახსოვს, აქედან 185 სამეცნიერო მუშაობისაა, დანარჩენები დოქტორობის და პროფესორობის, მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა.
ჰო და ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოდან მეგობარმა გამომიგზავნა გაზეთი „კომუნისტი“, სადაც პატიაშვილი წერდა, გვექცევა ქვეყანა თავზე, სულ 8 დოქტორი გვყავს 40 წელზე ახალგაზრდა და არც ერთი პროფესორიო და ჩამოი ბიჯო შენი დრო მოსულაო. მეც, „აბდალამ“ დევიჯერე, შესტკივა „ცკს“ მდივანს ქვეყანაზე გულიო, აქეთ მშობლებმაც ჩამოი, ჩამოი და შემაცდინეს. მივწერე წერილი. რაფერც თქვენ არ გიპასუხიათ, ისე იმას, მარა ვინცხამ მომწერა, ჩამობძანდით დაგვენახეთო.
დავენახე. აგერ პედინსტიტუტში კონკურსია და მიდიო. მეორეც იყო დოქტორი, მოსკოვიდან 49 წლის, გვარი აღარ მახსოვს, მახსოვს რომ ერთხელ და უკანასკნელად (მეტი აღარ მიმიღია კონკურსებში მონაწილეობა) საბჭოს 44 წევრმა დამიკრა ტაში და ამის შემდეგ უნდა ყოფილიყო კენჭის ყრა, რომელიც გადაიდო ორი კვირით. რთული საკითხია, საჭიროა დაფიქრებაო, თქვა რექტორმა.
იფიქრეს და ორი კვირის შემდეგ მომივიდა წერილი, წააგეო, იმ 44-იდან ტაში რომ დამიკრა, სამშობლოს მოღალატე აღმოჩნდა მხოლოდ 6, მათ მე მომცეს ხმა. ისე, ცკს მეცნიერებისა და განათლების განყოფილებაში თურმე ბიძაშვილის ქმარი მუშაობდა და მე არ ვიცოდი. (რამდენი ხართ ამფერი დიდი ჩაძიებით რომ არ ეძებთ ცნობილ ან მდიდარ ნათესავებს?). შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, მგონი 2012 წლის შემდეგ, სადღაც შევხვდი და მისაყვედურა, არ გვიკადრეო, თორემ რაცხა ჩვენც შეგვეძლოო. რომ მცოდნოდა მაინც არ ვთხოვდი, მაშინ ჩემი თავი ღმერთი მეგონა და როგორ წარმომედგინა მარცხი!
ასეთი იყო სამშობლოსთან შეხვედრა, წასვლიდან ოცი წლის შემდეგ. რა თქმა უნდა გავბრაზდი, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, თუმცა მე რა ვიცოდი, რომ თურმე მარტო იმ რექტორმა და საბჭოს მდივანმა იცოდა, რომ სულ რაღაც ორ წელში დაიწყება სამოქალაქო ომი და გადაწყვიტეს, მაგი დედისერთაა დასაღუპად და აქ ჩამოსასვლედ არ გვემეტებაო.
დავბრუნდი სახლში და „პერესტროიკის“ ფონზე, ჩემი სადოქტოროს იდეებით, ორ წელიწადში იმდენი ვიშოვე, მეგონა მთელი ცხოვრება მეყოფაო და 1993 წელს გადავსახლდი ევროპაში, ადრიატიკის ზღვის პირას. სახლი, კარი, მანქანები, შვილი პრესტუჟულ სკოლაში და ჩემი აზრით დანარჩენი ცხოვრებაც გარანტირებული, მარააააა... 1997 წელს თითქმის გავკოტრდი. თქვენ ხომ იცით რას ამბობს ბიცოლაჩემი - კაცი თუ მაგარია ყველაფერში მაგარიაო და ახალი საქმის წყალობით (სულ აღარ ეხებოდა ნავთობს) ასე განცხრომაში გავქაჩე 2008 წლამდე და ჩამოვედი საქართველოში. გამოდის ომი მე ჩამოვიტანე.“
1745001906
მსოფლიოსტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...