აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ჩიქოვანის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მასპინძლობს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფორმატზე, რომელიც რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ინტენსიური ორმხრივ თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი გამოცდილება ხელს უწყობს თავდაცვის ძალების განვითარებას როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში. მისივე თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალით უზრუნველყონ საკუთარი მოქალაქეების უკეთესი კეთილდღეობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატსაც, რომელიც სხვადასხვა საკითხის განსახილველად მნიშვნელოვან ერთიან რეგიონულ პლატფორმას წარმოადგენს.
ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. ასევე, დელეგაციის თანხლებით, ირაკლი ჩიქოვანმა ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1742228399
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა
„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1742228348
საზოგადოებასაქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...
1742228245
მსოფლიორუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...
1742223782
ახალი ამბებიდაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...
1742222226
საზოგადოებააშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...