ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა - პროკურატურა დოროყაშვილის დაკითხვას ითხოვს

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ ახლი მტკიცებულებები მოიპოვა. რეზონანსული საქმის განხილვა ამჯერად სააპელაციო სამართლოში იწყება. ცოლზე ძალადობაში ბრალდბული სპორტსმენი პროცესზე დღეს არ მივიდა. ის საქართველში არ იმყოფება. სხდომათა დარბაზში კი პროკურორი ამტკიცებდა, რომ მედიკოსი, რომელმაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა ბასილაშვილს, მიკერძებულია, რადგან პროკურორის თქმით, ის ნელი დოროყაშვილის წინააღმდეგ მადესკრედიტირებელ განცხადებებს აკეთებდა.

პროკურორი ასევე სასამართლოსგან ნეკა დოროყაშვილის კიდევ ერთხელ გამოიკითხვას მოითხოვდა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ ბასილაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ჩოგბურთელს ტექსტურ შეტყობინებეს უგზავნიდან სხდომიდან.

ბასილაშვილი ფიქრობს, რომ აბსურდია პროკურატურის მოთხოვნა ნეკა დოროყაშვილის კიდევ ერთხელ დაკითხვის შესახებ

"ბრალდების მხარემ, ახლად გამოვლენილი გარემოების სახით წარადგინა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის ტენდენციურობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ დაცვის მხარემ განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე წარადგინა, ექსპერტიზის დასკვნა, თითქოს, ნიკოლოზ ბასილაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ბრალდების მხარე, ეჭვქვეშ აყენებდა ამ ექსპერტის ობიექტურობას და სწორედ აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ დამატებით მოპოვებული ინფორმაცია", - განაცხადა პროკურორმა.
ბასილაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება, რაზეც დღეს სხდომაზე დაცვის მხარე საუბრობდა, უკვე გამოკველული აქვს სასამართლოს.

"დღეს ბრალდების მხარემ წარმოადგინა თითქოსდა ახალი გარემოება, მათ სასამართლოზე განაცხადეს, რომ ნელი დოროყაშვილს თურმე სურდა რარაცა მტკიცებულების წარდგენა, თუმც იქვე დაადასტურა, რომ აღნიშნული მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლში წარდგენილიც ჰქონდა და გამოკვლელულიც. ასევე ბრალდების მხარე შეეცადა, რომ სასამართლოსთვის არასწორად მიეწოდებინა ინფორმაცია, მაგრამ კარგია რომ არსებობს ელექტრონული სხდომის ოქმი, სადაც თქვა, რომ თურმე ქალბატონ ნაჭყებიას მიეცა გაურკვეველი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ბასილაშვილის ადვოკატმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 7 აპრილისთვის გადაიდო.

წყარო:TVპირველი

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵150 000 ლარის მითვისება, თავდასხმის ინსცენირებით - თბილისში 2 პირი დააკავეს  

🔵მუხიანში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714834089

სპორტი

დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრებო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის...

დიმიტრი გოჩილაიძე

1714830920

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ინფორმაციას მთა...

პრემიერ-მინისტრი

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი