ბორის ჩელე ყურუა: დღეს ხალხს რწმენა არ აქვს. არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში

„რწმენა უნდა შეგვექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს“ - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“.
როგორც ყურუამ აღნიშნა, რომ დაისვას კითხვა იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა უახლოეს მომავალში არჩევნები რომ დანიშნოს, ოპოზიცია ნამდვილად შეძლებს თუ არა არჩევნების მოგებას, ყურუას განცხადებითვე „ალბათ არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს შევძლებთ და მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში“.
„პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც მათ შორის, ჩემ თავსაც ვთვლი აქ და ჩემ თავსაც პასუხისმგებლობას ვაკისრებ და ახლა პარტიიდან თუ წამოვედი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გასაკეთებელი არ იყო და არ არის ის, რომ რწმენა უნდა შეგვექმნა ამ ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს. შეგვიძლია ჟურნალისტი გავუშვათ და ვკითხოთ, ბიძინა ივანიშვილმა სამ თვეში რომ არჩევნები დანიშნოს, ერთ-ერთი მოთხოვნა ხომ არის არჩევნები, ოპოზიცია უეჭველად მოიგებს მაგ არჩევნებს თუ ვერ მოიგებს? ალბათ არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს შევძლებთ და მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ჩავდგეთ ოპტიმალურ ფორმაში და შანს უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...