ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი, ყველას არ ჰყავს 100 000- დოლარიანი ჯიპები! - მამა პეტრე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოღვაწე მამა პეტრე აცხადებს, რომ საქართველოში მღვდლების „80% კვდება მშიერი“. სასულიერო პირების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, მამა პეტრემ, ინგა გრიგოლის „რეაქციაში“ისაუბრა.

„ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი. მე ვიცი რომ ამას ყველა ვერ გაახმოვანებს. ყველას არ ჰყავს 100 000- დოლარიანი ჯიპები! ხალხნო,  ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ. მე ვიცნობ სასულიერო პირის ოჯახებს, რომლებიც მხოლოდ ჯვრის წერის შემოსავალზე, ნათლობაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ პანდემიამ ბოლო მოუღო ჯვრის წერას. რითი იცხოვროს იმ მღვდლის ოჯახმა ვისაც 12 შვილი ჰყავს?

ბევრი სასულიერო პირი ამას ვერ ამბობს, ბევრი არ იტყვის იმიტომ რომ, აი რისი ეშინიას გამო… მაბარებენ, მამაო ჩემი სახელითაც ისაუბრე, აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისევ ჩირგვებში დაიმალებიან. მე არ მაინტერესებს რისი ეშინიათ.

ქრისტიანობა არის ადამიანთა მსახურება. ადამიანთა მსახურებიდან იწყება ღვთის მსახურება. თუ ადამიანებს კარი მიუხურე და მშიერი ადამიანი ვერ დააპურე, რაში მჭირდება მაშინ ან ასეთი მღვდლობა ან ასეთი ღვთისმსახურება.

რაში მჭირდება მღვდლობა თუ ჩემი მღვდლობის გამო მე ვერ ვიმუშავე საჯარო სამსახურში და ჩემი ოჯახი ვერ ვარჩინე. მე არავის ვეუბნები ჩემი ოჯახი მირჩინოს. მე იმის პირობები ხომ უნდა მქონდეს ჩემს ქვეყანაში მინიმუმ იმის დონეზე, რომ ჩემი ოჯახი არ იყო გაჭირვების მიღმა და კომუნალურების გამო იყინებოდეს ამ ზამთარს. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ 2022 წელს, მშიერ ბავშვებზე, გაყინულ ბავშვებზე.

კონკრეტულ სასულიერო იერარქებთან მისაუბრია ამაზე, ეს პრობლემა რომ არსებობს ჩვენს ქვეყანაში", – განაცხადა მამა პეტრე კოლხმა გადაცემა "რეაქციაში".

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო - მამა პეტრე

🔵ლოცვა, რომელიც მორწმუნეებმა შობის ღამეს უნდა წაიკითხონ

🔵ტირილით ნამღერი ქართული იავნანა - ემიგრანტი ძიძის ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741973228

მსოფლიო

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...

ტრამპი: პუტინი

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი