"დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას?" - რა ინფორმაციას ავრცელებს ექიმი ნანა გეგეჭკორი

ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელ ფეისბუკში, კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონზე" ინფორმაციას ავრცელებს.
"დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას?
არასდროს გამიზიარებია საჯაროდ სამედიცინო ინფორმაცია, რომელსაც მყარი და სანდო სამეცნიერო საფუძველი არ აქვს.
ჩემს შეხედულებებს სამედიცინო საკითხებზე მხოლოდ პირად საუბრებში ან დახურულ ჯგუფებში გამოვთქვამ ხოლმე.
ამჯერად, ვისარგებლებ საჯარო სივრცით და პირად მოსაზრებას გაგიზიარებთ ზემოთ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.
დღეისათვის არსებული მწირი მონაცემებით ჩანს, ომიკრონი უსწრაფესი გავრცელებით და შედარებით მსუბუქად მიმდინარე დაავადებით ხასიათდება.
ეს ქმნის გარკვეულ ილუზიას, რომ შეიძლება უმოკლეს დროში, ამ შტამით გამოწვეული კოვიდ 19-ი გადაიტანოს კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა, ეს საკმარისი აღმოჩნდეს მყარი პოპულაციური იმუნიტეტის შესაქმნელად და ასე გაწყდეს გავრცელების ჯაჭვი.
ეს თეორია მართებული იქნებოდა თუ დავუშვებდით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ომიკრონი ახალ მუტაციებს არ დააგროვებს და ახალი შტამის წარმოქმნის საფუძველს არ შექმნის.
თუ გავითვალისწინებთ ვირუსების ბუნებას, რაც მეტი მასპინძელი ჰყავს ვირუსს, და რაც მეტია გამრავლების შესაძლებლობა, მით მეტი მუტაციის წარმოქმნა და გადარჩენა შეუძლია.
აქვე შესაძლებელია მეორე დაშვებაც, ვთქვათ ომიკრონის "სხეულში" წარმოქმნილი მუტაციებით შეიქმნა კიდევ უფრო უსაფრთხო შტამი, რომელსაც დაავადების პრაქტიკულად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს...
ორივე დაშვება თეორიული ალბათობაა.
თუ ომიკრონი შეძლებს ამ ორი სცენარიდან ერთ-ერთი მაინც, ან ორივე, რეალობად აქციოს შეიძლება ნამდვილად დაასრულოს პანდემია.
თუმცა...
ზუსტად იგივე ალბათობით შეიძლება განვითარდეს სხვა სცენარი.
უსწრაფესი გავრცელების პირობებში ომიკრონს ეყოლება უამრავი მასპინძელი სხეული, ექნება გამრავლების საუკეთესო პირობები, გამრავლებისას გააგრძელებს ტრადიციას და ახალ მუტაციებს მოუყრის თავს.
საკმარისი რაოდენობით მუტაციები კი ახალ შტამს წარმოქმნიან.
ვისთვის იქნება სასარგებლო ახალი მუტაციები, ვირუსისთვის თუ კაცობრიობისთვის, ეს უკვე ალბათობაა, რომლის ზუსტ პროგნოზად ქცევა დღეს არსებული ტექნოლოგიური საშუალებებით და სამეცნიერო ცოდნით შეუძლებელია.
ორივე სცენარის თეორიული დაშვებაა და შესაბამისად მათი განვითარების ალბათობაც თანაბარია.
დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ჩემი აზრით, დღეისათვის დაგროვილი ცოდნით და ტექნოლოგიური საშუალებებით ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
თავს გაუფრთხილდით.
P.S. მთელი ეს პოსტი ჩემი პირადი შეხედულებაა და მტკიცებულებებს ნუ მომთხოვთ. უბრალოდ თავს უფლება მივეცი, ერთხელ, ჩემი თეორიული სპეკულაციები გაგიზიაროთ",- წერს ნანა გეგეჭკორი.
სხვა სიახლეები:
🔲 გოგა აფციაური: სააკაშვილის ნევროლოგმა დიაგნოზიც დაგვისვა და წამალიც გამოწერა - არაყი დალიეთო
🔲 "დღეს ჩატარდება ივენთები!!!" - ერთ-ერთი ღამის კლუბის ხელმძღვანელის პასუხი შრომის ინსპექციას
1741973228
მსოფლიოპუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...