"დაღლილ გადაქანცული მივაცილე სასტუმრომდე, ჩემი ყურით გავიგე კიბეებზე ასული, როგორ სლუკუნებდა - ჩემი ძალად პოპულარული კარგის ტ@@@ი მო@@@ნო" - რა ისტორიას იხსენებს დინა მირცხულავა

მწერალი, ჟურნალისტი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" სახალისო ისტორიას იხსენებს.
"შარშან ჩემს მეგობარს, ძაან ძმაკაცი ჩამოუვიდა ავსტრალიიდან, თვითონ სასწრაფოდ მოუწია გაფრენა საზღვრებს იქით და მთხოვა, სულ ორი დღით მიმიხედე, სასტუმროში ნუ გამოკეტავ და მალე დავბრუნდებიო...
ჩემი ინგლისური თუ არ გაგიგიათ, ნურც გაგაგონოთ ღმერთმა ...
მოკლედ დილაუთენია სასტუმროში მივუხტი - ადგა, ჩაიცვა და იალა, დღეს მცხეთობაა - მეთქი...
კი მიყურა გაჩიჩინებული, რა უნდა რას მერჩისო, მაგრამ მაჯის საათზე მივუთითე და მიხვდა, სადღაც ვაგვიანებთო ?! ....
გამოიკვლანწა მოკლედ, ბაბოჩკა, კასტუმი, წვეტიანი ტუფლები და წავედით...ტაქსიში გამომიტყდა, რომ ძალიან ცნობილი მომღერალია თავის ქვეყანაში და დამპატიჟა, სულ რაღაც სამი ათასი ევრო უნდაო ვიზას...
მოვედით მცხეთაში.
ქალაქი გადაკეტილია, რა თქმა უნდა და მოედნიდან ფეხით უნდა დავაწვეთ...
მცხეთობა ისეთი დღესასწაულია, სადაც მთელი ძეგვია თავმოყრილი...
ამ დღეს ძეგვში ვერავის ნახავ, ყველა მცხეთაშია...
ათი ნაბიჯი არა გვაქვს გავლილი და გადმომიხტა ნაცნობი - ვაააა, დინაჩკააა !
კიდევ ათი ნაბიჯი და ახლა მეორე - ამას ვის ვხედავ ?!
კიდევ გავიარეთ და მესამე - ვააახ, ვახხ, დინა, შე დახრუკულოო და ისე მეხუტება, სუ ჰაერში მაბზრიალებს.
სკვერში გავედით და კლასელი შემხვდა, ტაძართან - მეზობელი, კაფეში შევედით და მიმტანი ჩემი ჯგუფელი აღმოჩნდა, ფული არ გამოგვართვა.
სახინკლეში წავედით და ჩემი მეგობრის მამიდა ახვევდა ხინკალს, სუ ლავიწები მიკოცნა, როგორ გაზრდილხარო....
გაგიჟდა ეს კაცი, რა ხდებაო ?!...
არ დაგავიწყდეთ, თან ცნობილი მომღერალია თავის ქვეყანაში...
ძლივს გამიბედა და მკითხა, ვინა ხარო ასეთი...
რა საჭიროა, იქნებ არ ღირს - თქო..
არა, გინდა თუ არა, მითხარიო...
მეთქი ნოველისტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ვარ...
ხალხს როგორ უყვარხარ, ეგ არის ბედნირებაო...
მოკლედ, ვასვი, ვაჭამე, მთელი ქალაქი ფეხით მოვატარე და სასტუმროში, რომ მივაცილე გადაქანცული, ჩემი ყურით გავიგე კიბეებზე ასული, როგორ სლუკუნებდა - ჩემი ძალად პოპულარული კარგის ტ@@@ი მო@@@ნო....",- წერს დინა მირცხულავა.
1741081497
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...
1741081056
ახალი ამბებითბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა
თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...
1741079387
საზოგადოებაჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...
1741078518
საზოგადოებალევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...
1741077851
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...