დავით მათიკაშვილი: „ფაქტ ჩეკს“თუ აინტერესებთ ტყუილი სად იყო, მიაკითხონ სააკაშვილის დროინდელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, მიაკითხონ „ნაცმოძრაობის“ მიერ საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვის მცდელობას და სიმართლეს ყველამ გაუსწოროს თვალი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, „ფაქტ ჩეკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ნათქვამი იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გახსნა, შეფასებულია როგორც ტყუილი.
მათიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კიდევ ერთხელ ნათლად ახსენებს ყველას იმ გარემოებებს, რაც საზოგადოებას ისედაც კარგად ახსოვს და ის, რაც კომისიაზე ითქვა, ჰაიდი ტალიავინის დასკვნაშიც წერია.
შესაბამისად, დავით მათიკაშვილის თქმით, თუ „ფაქტ ჩეკი“ დაინტერესებულია, სად იყო ტყუილი, მათ სააკაშვილის დროს შექმნილ საგამოძიებო კომისიას და „ნაციონალური მოძრაობას“ უნდა მიაკითხონ, რომელიც საკუთარი დანაშაულების დამალვას ცდილობს.
„დროებითი საგამოძიებო კომისია ძალიან აქტიურად მუშაობს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ, ნათლად წარუდგენს იმ უმძიმეს ფაქტებს და მოვლენებს, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის მოვლენებს, იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის დასკვნებსა და ანგარიშებში, არამედ, მეტსაც გეტყვით - ევროკავშირის შესაბამისი კომისიის რომელიც 2008 წლის მოვლენებს იკვლევდა, „ტალიავინის დასკვნა“, კარგად ახსოვს საქართველოს და ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით იმეორებს იმას, რაც საგამოძიებო კომისიაში იქნა თქმული რომ დიახ, ეს სამწუხარო მოვლენა იყო სწორედ დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის ბრძანებით განხორციელებული. თუ აინტერესებთ მართლაც ტყუილი სად იყო, მიაკითხონ სააკაშვილის დროინდელ საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, მიაკითხონ „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვისა და დამალვის მცდელობას და სიმართლეს ყველამ გაუსწოროს თვალი, მათ შორის, ბუნებრივია, მამუკა მდინარაძის ნათქვამში არსებულ სიმართლეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...