"დედა ამქვეყნიური ანგელოზიაო, ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტი ფორმულირებაა, ხო და გუშინ ანგელოზთცვენის მომსწრე ვიყავი" - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

2 მარტს სასტუმრო „რუმსში“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას „ნიკოს ფონდისა“ და იმ აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ფონდი ახორციელებს.
აღნიშნულ შეკრებას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„დედა ამქვეყნიური ანგელოზიაო, ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტი ფორმულირებაა, ხო და გუშინ ანგელოზთცვენის მომსწრე ვიყავი ♥️
ემოციური, ჩემთვის ტკივილით სავსე, მაგრამ მთელს დარჩენილ გზას რომ გამილამაზებს ისეთი დღე იყო, ცრემლი ღიმილი, მოგონებები და კეთილი სურვილები, ჩვენი, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის.
მადლობა ჩემს Nino Zambakhidze-ს ჩემთვის ყველაფერში გამორჩეულს, ადამიანს, ქალს, დედას, მეგობარს, რომელმაც ეს დღე გვაჩუქა, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ლამაზი დღისთვის, ჩემთვის ხართ თითოეული იქ მყოფი მაგალითი საუკეთესო დედობის და კარგი ადამიანობის.
მინდა დედის დღე მოგილოცოთ.
„რა მაოცებს საქართველოში და ქართველი ქალი! ზურგით მთრევი საქართველოსი…“ უთქვამს აკა მორჩილაძეს.
ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ეს ტვირთი უხსოვარი დროიდან აწევთ მართლაც ჩვენს ქალებს, დედებს, ყოველი დღე დედის უნდა იყოს, სულიერ სიძლიერეს, ჯანმრთელობას და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ უკლებლივ ყველას,“ – წერს იზა ომაძე.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას ფონდი 2022 წლის იანვარში დაარსდა. ფონდი მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიერ შეიქმნა. ფონდის მიზანია მიჰყვეს ნიკოს ხედვას და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს მათი შესაძლებლობების რეალიზაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...